გურიაში, კურორტ გომის მთაზე, სახლების მშენებლობა უკანონოა, რადგან ადამიანებს კურორტზე საკუთრების რეგისტრაციის უფლება არ აქვთ. ამის მიზეზი კი ისაა, რომ გომის მთას დასახლებული პუნქტის სტატუსი არ აქვს.
საკითხი აქტუალური 2019 წელს მას შემდეგ გახდა, რაც კურორტით არაერთი დამსვენებელი დაინტერესდა. სახლების მშენებლობის არაკანონიერობის მიუხედავად, დღეს გომის მთაზე, დაახლოებით, 1300 სახლია.
Bm.ge ამ თემასთან დაკავშირებით ოზურგეთის მერიის იურიდიული სამსახურის უფროს ლაშა თავაძეს ესაუბრა. ~
“გომის მთისთვის დასახლებული პუნქტის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით 2019 წელს ჩვენ საქართველოს მთავრობას მივმართეთ, რადგან სტატუსის მინიჭება მისი უფლებამოსილებაა. დღეს მთავრობაში ამ საკითხთან დაკავშირებით მსჯელობა მიმდინარეობს. მთავრობამ შემოგვთავაზა, რომ გომის მთას დაბის სტატუსი მიენიჭოს, თუმცა საბოლოო შედეგი ჯერ არ ვიცით. იმედი გვაქვს, რომ ეს პროცესი ძალიან მალე დასრულდება”, - აცხადებს იურისტი.
ლაშა თავაძის თქმით, ოზურგეთის მერიაში შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელიც გომის მთის საკითხზე მუშაობს. შედეგად, იურისტის ინფორმაციით, გომის მთაზე 150 ათასამდე ახალი საძირკვლის ბოძის დემონტაჟი მოხდა და შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად აღიკვეთა უკანონო მშენებლობები. “ძალიან რთული იყო 2019 წლის გაზაფხულსა და ზაფხულში მშენებლობების კონტროლი, რადგან ზოგიერთი მესაკუთრის იდენტიფიკაციასაც კი ვერ ვახერხებდით”, - აღნიშნავს თავაძე.
თავაძის თქმითვე, კომისიის ინიციატივით ჩატარდა გომის მთაზე სახლების აღწერა, რის შედეგადაც შენობები დაინომრა, რაც იურისტის განმარტებით, მომავალში მშენებლობების კონტროლს გაამარტივებს.
კურორტისთვის დასახლებული პუნქტის სტატუსის მინიჭების შემდეგ მერიის მთავარი გეგმა ის არის, რომ 2007 წლამდე აშენებული სახლების ლეგალიზება მოხდეს, დანარჩენ სახლებზე კი, კონკრეტული შემთხვევების მიხედვით გაიცეს მითითებები. “გომის მთაზე ბევრი სახლია ისეთი, რომლებიც 90-იანებშიც კი არის აშენებული.
კანონმდებლობის მიხედვით, 2007 წლამდე აშენებული სახლები უკანონოდ არ ჩაითვლება”, - აცხადებს მერიის იურიდიული სამსახურის უფროსი.
იურისტმა bm.ge-ისთან გომის მთის განაშენიანების გეგმაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ტენდერი ჩატარდა, კონკრეტული გეგმა არსებობს, რომელიც ოზურგეთის საკრებულომაც მოიწონა. “გეგმა მთავრობას გადავუგზავნეთ და ახლა დამტკიცების მოლოდინში ვართ”, - ამბობს ლაშა თავაძე.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
მილიარდობით რუპია გვაქვს ინდურ ბანკებში, რასაც ვერ ვიყენებთ - ლავროვი
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი