16.ნოემბერი .2022 15:22

დაუშვებელია ირანთან დაკავშირებული ტრანზაქციების შესრულება - თიბისი მომხმარებელს აფრთხილებს

დაუშვებელია ირანთან დაკავშირებული ტრანზაქციების შესრულება - თიბისი მომხმარებელს აფრთხილებს
views 607
უკან

„თიბისი ბანკის“ შიდა პოლიტიკით დაუშვებელია სანქცირებულ ქვეყნებთან, მათ შორის, ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან პირდაპირ/ირიბად დაკავშირებული ტრანზაქციების შესრულება, რაც ასევე გულისხმობს ამავე ქვეყნის ტერიტორიის გავლით და/ან ირანში რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალებით ტვირთების ტრანსპორტირებას, ან იმგვარ ტვირთებთან/გადაზიდვებთან დაკავშირებულ ანგარიშსწორებას, სადაც საქონლის წარმოშობის ან ტრანსპორტირების ქვეყანა არის ირანი, ან სხვა სანქცირებული ქვეყანა, - ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ განცხადებაშია აღნიშნული.

როგორც ბანკში განმარტავენ, „თიბისი“ ტრანზაქციის შემთხვევაში იტოვებს უფლებას, ზემოაღნიშნული ტრანზაქციის გამოვლენის შემთხვევაში, წინასწარი შეტყობინების გარეშე დახუროს მომხმარებლის ანგარიშები.

„გაცნობებთ, რომ ბანკის შიდა პოლიტიკით დაუშვებელია სანქცირებულ ქვეყნებთან, მათ შორის, ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან პირდაპირ/ირიბად დაკავშირებული ტრანზაქციების შესრულება, რაც ასევე გულისხმობს ამავე ქვეყნის ტერიტორიის გავლით და/ან ირანში რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალებით (საჰაერო, საზღვაო, სახმელეთო, სარკინიგზო) ტვირთების ტრანსპორტირებას, ან იმგვარ ტვირთებთან/გადაზიდვებთან დაკავშირებულ ანგარიშსწორებას, სადაც საქონლის წარმოშობის ან ტრანსპორტირების ქვეყანა არის ირანი, ან სხვა სანქცირებული ქვეყანა. ბანკი იტოვებს უფლებას ზემო აღნიშნული ტრანზაქციის გამოვლენის შემთხვევაში, წინასწარი შეტყობინების გარეშე დახუროს მომხმარებლის ანგარიშები.
იმისთვის, რომ თქვენი სავალუტო ოპერაციები წარმატებულად შესრულდეს და არ მოგვიწიოს მათი უარყოფა, გთხოვთ გაითვალისწინოთ, ზემოთ მითითებული ინფორმაცია.

დამატებით, ბანკი უფლებამოსილია, ნებისმიერ თანხაზე, სავალუტო ოპერაციის შესასრულებლად მოითხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ინვოისი/ხელშეკრულება;
საქონლის წარმოშობის სერტიფიკატი;
საქონლის ტრანსპორტირების დოკუმენტი.
შენიშვნა: დოკუმენტაცია უნდა იყოს ინგლისურ ენაზე.

თუ წარმოდგენილი დოკუმენტები არ შეიცავს ტრანსპორტირების მარშრუტის შესახებ ინფორმაციას, უნდა გაგვიზიაროთ „ტვირთის მიწოდების პირობები"-ს დოკუმენტი, რომელიც წინასწარ არის შეთანხმებული ტვირთის შეძენის დროს.

დოკუმენტაციის წარმოდგენა სავალდებულოა, ნებისმიერი სავალუტო გადარიცხვის შემთხვევაში, სადაც მიმღები ბანკის ქვეყანა არის ჩინეთი - CHINA – CN, სინგაპური - Singapore – SG, ინდოეთი - INDIA – IN, ჰონგ კონგი - HONG KONG – HK, არაბთა გაერთიანებული საამიროები - AE - United Arab Emirates, ერაყი - IQ – Iraq, თურქეთი - TR – Turkey, პაკისტანი - PK – Pakistan, მალაიზია - MY, ინდონეზია -ID, ჩრდილოეთ კორეა -KR, ფილიპინი - PH, ტაივანი - TW

დამატებით, გაცნობებთ, რომ თუ გადარიცხვის დანიშნულება/მიზნობრიობა არის წინასწარი გადახდა და დოკუმენტაციით ვერ დგინდება ტრანსპორტირების მარშრუტი/საქონლის წარმოშობა, სავალუტო გადარიცხვა აშშ დოლარში არ შესრულდება. ასეთ შემთხვევაში, გადარიცხვა შესაძლებელია მხოლოდ მომღები ბანკის ქვეყნების შესაბამის ვალუტაში (დასაშვები ვალუტები: CN-China-CNY, AE - United Arab Emirates-AED, TR – Turkey-TRY)“, - ნათქვამია თიბისი ბანკის განცხადებაში.