„რას აკეთებს ეკონომიკის სამინისტრო იმისთვის, რომ ქვეყნაში ორნიშნა ინფლაცია არ იყოს“ და „გვითხარით მთავრობის 3-5 გადაწყვეტილება, რამაც ეკონომიკის ზრდაში წვლილი შეიტანა“ - პარტია „საქართველოსთვის“ წევრების მიხეილ დაუშვილის და ბექა ლილუაშვილის ამ კითხვებზე პასუხის გაცემა დღეს საქართველოს პარლამენტში ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ არ ისურვა და აღნიშნა, რომ ხელისუფლების ყოფილი წარმომადგენლების მხრიდან დასმული კითხვების შინაარსში არ შევა.
ნათია თურნავამ დეპუტატებს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პროცესში მათი მონაწილეობის პერიოდი შეახსენა და განაცხადა, რომ ოპოზიციაში წასვლით მათ ამ კითხვებზე პასუხისმგებლობა მოიხსნეს.
შეგახსენებთ: გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრობის პერიოდში მიხეილ დაუშვილი ბიზნესომბუდსმენი იყო, ხოლო ბექა ლილუაშვილს პრემიერის მრჩევლის პოსტი ეკავა.
„ბატონ მიხეილ დაუშვილსა და ბექა ლილუაშვილს, როგორც ჩანს, ერიდებათ თვალი თვალში გამიყარონ, ჩემმა ყოფილმა კოლეგებმა დატოვეს დარბაზი. არ მინდა შევიდე მათი კითხვების წიაღსვლებში, ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია ის კრიტიკა, რაც ჩვენი ყოფილი თანაგუნდელებისგან ისმის, თითქოს იქ რაღაც ისე არ ხდება, ან რა ხდება იმისთვის რომ ეკონომიკა იზრდებოდეს, აქ მარტივი პასუხია - ეკონომიკა გავხსენით და ამიტომაც იზრდება ეკონომიკა, მაგრამ მე არ მინდა ამ დეტალებში შესვლა.
მინდა მივმართო მათ, თუ რამე არ მოსწონთ როგორც კეთდება ან თუ რამე არ მოსწონდათ და უფრო მეტი შეიძლებოდა გაკეთებულიყო, 2020-2021 წლებში პანდემიასთან ბრძოლოს თუ სხვა თვალსაზრისით, ვინ უშლიდათ ხელს - მე, როგორ ეკონომიკის მინისტრი, თუ რომელიმე ჩვენი გუნდის წევრი?! ყოფილიყვნენ, გაეგრძელებინათ მუშაობა და გაეზიარებინათ როგორც ჩვენი წარმატება, ასევე პასუხისმგებლობა.
ახლა ის შეიცვალა, რომ აღარ არიან მთავრობაში, არიან ოპოზიციაში და პასუხისმგებლობა მოიხსნეს. ეს ნარატივი მათ თანდათან "ნაციონალურ მოძრაობამდე" მიიყვანთ, რასაც ჩვენ უკვე ვხედავთ“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა
საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება სოცდაუცველების დასაქმების სანაცვლოდ - შეთავაზება მთავრობას
რა ტოქსიკური ნივთიერებები გამოიყოფა სიგარეტის წვის დროს?
"1 გრამ შაფრანს საერთაშორისო ბაზარზე 10 დოლარად ვყიდი“ - გორში "წითელ ოქროს“ აწარმოებენ