თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ დღეს თბილისის მართვის და ეკონომიკური პროგრამის პრეზენტაციაზე დეველოპერებისთვის პოტენციურად საინტერესო საინვესტიციო პროექტები წარადგინა; ერთ-ერთი ასეთი ვარკეთილის მესამე მასივში არსებული ავარიული სახლების ჩანაცველბის პროგრამაა, მათ შორისაა ე.წ. ხრუშჩოვკების ჩანაცვლების გეგმა.
თბილისის ვიცე-მერ ირაკლი ხმალაძის განცხადებით, ვარკეთილის ავარიული კორპუსების განახლების პროექტებს თავად მუნიციპალიტეტი შეიმუშავებს და ბიზნესს ტენდერის საფუძველზე გადასცემს.
„დაველოდებით კონკრეტულ შემოთავაზებებს“ - ასე გამოეხმაურა თბილისის მერობის კანდიდატის ეკონომიკურ პროგრამაში წარმოდგენილ საინვესტიციო პროექტებს დეველოპერული კომპანია „თეთრი კვადრატის“ მმართველი პარტნიორი ირაკლი ბურდილაძე ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ. მისი თქმით, ეს პროგრამა არამხოლოდ კომერციულად, არამედ სოციალურადაც მნიშვნელოვანია.
„ხრუშოვკების ჩანაცვლების პროგრამაში მონაწილეობის მიღების მზაობა არაერთხელ განგვიცხადებია. ეს ძალიან მტკივნეული თემაა გამომდინარე იქიდან, რომ შენობები სადაც ეს ხალხი ცხოვრობს ამორტიზებულია, შესაბამისად, მათი ჩანაცვლება არა მხოლოდ კომერციული ინტერესის გამო, არამედ სერიოზული სოციალური ფაქტორის გამო უნდა განიხილებოდეს. დაველოდებით კონკრეტულ შემოთავაზებებს თბილისის მერიისგან“, - განაცხადა ირაკლი ბურდილაძემ.
„თეთრი კვადრატის“ მმართველმა პარტნიორმა თავად ეკონომიკური პროგრამა დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ ასეთი მმართველობის პირობებში ბიზნესის ოპერირება უფრო პროდუქტიული იქნება.
ირაკლი ბურდილაძემ ქალაქში ურბანული განვითარების სისტემის გამართულობაზეც ისაუბრა და ჟურნალისტების კითხვაზე - რა გამოწვევები აქვთ დღეს დედაქალაქში დეველოპერებს, შემდეგი პასუხი გასცა: „თამაშის წესები მკაცრადაა განსაზღვრული; ამასთან, თავისუფალი კონკურენციისთვის შესაბამისი პირობებია შექმნილი, რაც ბიზნესისთვის კარგად და მომგებიანად ფუნქციონირების საშუალებას იძლევა. წვრილ-წვრილი საკითხები არის და ყოველთვის იქნება, მაგრამ გლობალური საკითხები, რაც დიდ სურათს გააფუჭებდა, ასეთ საკითხს ვერ ვხედავ“.
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო