მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დავინახავთ თუ როგორ გაქრება ბევრი ავიაკომპანია ბაზრიდან – ავიასექტორის წარმომადგენელი

5ef101fe5c156
თამთა ჯიჯავაძე
22.06.20 23:40
951
ჩვენ დავინახავთ თუ როგორ გაქრება ბევრი ავიაკომპანია ბაზრიდან, – ამის შესახებ საქმიანი დილას ეთერში #საუბრებიავიაციაზე ფორმატში გიორგი მოლოდინაშვილთან KPI Aviation Marketing Solution-ის მმართველმა დირექტორმა ჯორჯ კარამანოსმა განაცხადა.

„მინდა გითხრათ, რომ ამის მაგალითები ადრეც ყოფილა 2007 და 2008 წლის კრიზისების დროს, როდესაც გარკვეული კომპანიები დაიკეტა ან შეერწყა ერთმანეთს და საინტერესოა თუ როგორ განვითარდება მოვლენები ამ შემთხვევაში. ამ სიტუაციის ერთ-ერთი დიდი ირონიაა ის, რომ საწვავის ფასია ძალიან დაბალია და საკმაოდ დიდი მოცულობებია ბაზარზე და ყველაზე დიდი კითხვის ნიშანი სწორედ ის არის, თუ როგორც განვითარდება მოვლენები“, – აღნიშნა ჯორჯ კარამანოსმა.

რაც შეეხება პროგნოზებს ავიაინდუსტრიაში, KPI Aviation Marketing Solution-ის მმართველმა დირექტორმა აღნიშნა, რომ იმისათვის რომ ინდუსტრია 2019 წლის ნიშნულს დაუბრუნდეს 2–3 წელი იქნება საჭირო.

„მე ოპტიმისტი ვარ მაგრამ ამავე დროს პრაგმატული ადამიანი ვარ. ამას იმისათვის არ ვამბობთ, რომ ჩვენ არ გვინდა უფრო ბევრი საჰაერო ხომალდი ვიხილოთ ცაში, არამედ იმის გამო რომ სხვა პარამეტრებია, რაზეც დამოკიდებულია საჰაერო გადაყვანა - გადაზიდვის ზრდა, მაგალითად როგორაა GDP, რომელიც ამ ეტაპზე მცირდება. მიუხედავად იმისა რომ მშპ-მ უფრო მალე დაიწყო ზრდა, ვიდრე მგზავრთნაკადმა, ეს ასე მალე ვერ აისახება ადამიანებზე და უახლოეს მომავალში არ ექნებათ ფინანსური შესაძლებლობა რომ იმოგზაურონ. ამგვარად, ჩემი პროგნოზია რომ 2-დან 3 წლამდე დასჭირდება ინდუსტრიას რომ დაუბრუნდეს 2019 წლის ნიშნულს, ხოლო შემდეგ უკვე მგზავრთნაკადი დაიწყებს ზრდას. ასე მოხდა 9/11-ის შემდეგ, ასე იყოს სარსის ვირუსის შემდეგ და ასე იქნება ამჯერადა“, – განაცხადა მან.

ჯორჯ კარამანოსის თქმით, 2 წლის შემდეგ მგზავრთა ნაკადის ზრდა იქნება გარდაუვალი, რადგან ისეთ დიდ ბაზრებზე როგორიც არის, ინდოეთი და ჩინეთი, იზრდება საშუალო ფენა, რომლებსაც აქვთ ფინანსური შესაძლებლობა იმოგზაურონ.