20.ოქტომბერი .2021 00:00

დავით ბაგრატიონ-მუხრანელი ღვინის ბიზნესში შედის

დავით ბაგრატიონ-მუხრანელი ღვინის ბიზნესში შედის
views 2009
უკან

დავით ბაგრატიონ-მუხრანელი 2022 წლიდან ღვინის წარმოებას იწყებს. როგორც ქართული სამეფო ოჯახის წევრმა bm.ge-სთან თქვა, წელს ყურძნის პირველი მოსავალი აიღო.

„მუხრანში 10 ჰექტარ მიწაზე გვაქვს ვენახები გაშენებული, საიდანაც 4,2 ჰექტარზე საფერავია“, - ამბობს ბაგრატიონი. ის ღვინის დიდი ნაწილის ექსპორტზე გატანას გეგმავს, მაგრამ ბრენდისთვის სახელი ჯერ არ შეურჩევია.

„წარმოებული პროდუქტის უმეტესი ნაწილი ევროპის ქვეყნებში, ასევე შეერთებულ შტატებსა და აზიაში გაიყიდება, გარკვეული რაოდენობა კი ქართულ ბაზარზეც გამოჩნდება.

4 წელია, რაც მევენახეობა-მეღვინეობას ქართველი და უცხოელი სპეციალისტებისგან ვსწავლობ - ეს ძალიან საინტერესო პროცესია. ჩვენი პირველი მოსავალი მცირეა, ვინაიდან ვენახი ახალგაზრდაა, წელს ფესვები გავაძლიერეთ, რათა მომავალი წლისთვის ბევრად მეტი მოსავალი გვქონდეს.

2022 წელს მცირე წარმოება გვექნება, ვიმედოვნებ, ღვინის ისეთ ხარისხს მივაღწევ, რომელიც მომხმარებელს ძალიან მოეწონება; რაც შეეხება ბრენდის სახელს, ჯერჯერობით, სამი ვერსია გვაქვს, საბოლოო ვარიანტზე ღვინის დაყენების შემდგომ შევჯერდებით“, - აცხადებს დავით ბაგრატიონ-მუხრანელი.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა