10.მარტი.2016 18:45
ბიზნესი

დავით ბეგიაშვილი: მხოლოდ რამდენიმე მიწის ნაკვეთი, ერთი ბინა და ნახმარი მანქანები დააბრუნეს

დავით ბეგიაშვილი: მხოლოდ რამდენიმე მიწის ნაკვეთი, ერთი ბინა და ნახმარი მანქანები დააბრუნეს
დავით ბეგიაშვილის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა 2013 წელს შეწყდა, ბიზნესმენი უზენაესმა სასამართლომ გაამართლა და შემოსავლების სამსახურის მოთხოვნა, რომელიც შ.პ.ს ალბატროსს 3 მილიონი ლარის გადახდას ავალებდა ბათილად სცნო, ქონებას კი ყადაღა მოეხსნა. 2013 წლის თებერვალში ბიზნესმენი ამბობდა, რომ ქონება დაუბრუნდა. შარშან აპრილში კი ითქვა რომ მისთვის ქონების დაბრუნება არ მომხდარა, ეკონომიკის სამინისტრომ ქონების დაბრუნება მხოლოდ 3 თვით მოახდინა.
 
- ბატონო დავით რა ეტაპზეა დღეს თქვენი საქმე?

- სამწუხაროდ, მდგომარეობა არ შეცვლილა, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ხელმოწერილი შეთანხმება ჩვენსა და ეკონომიკის სამინისტროსთან ქონების გადმოცემაზე. ერთი კვირის წინ მქონდა სამინისტროსთან კონტაქტი და მითხრეს, რომ თავიდან დაუბრუნდებოდნენ საქმის განხილვას და ახლო მომავალში ველოდები მათგან პასუხს.

- დაახლოებით რა ვადებში ვარაუდობდით ქონების დაბრუნებას?

- ადრე ისეთი პათოსი გახლდათ და ისეთი დაპირება იყო რომ ველოდებოდი რომ ქონება დაუყონებლივ დაბრუნდებოდა. ამას წინ არაფერი უნდა დაგომოდა. რატომღაც ეს პროცესი მაშინვე შეჩერდა.

- თქვენი აზრით, პოლიტიკური ნება, რომ ყოფილიყო ეს ქონება უკვე დაბრუნებული იქნებოდა?

- საზოგადოებაც აკვირდება ამ პროცესებს და ხედავს, რომ რამდენჯერმე დაანონსდა, კომისიებზეც იყო საუბარი, დეპარტამენტიც შეიქმნა, მაგრამ მხოლოდ 29 საქმე ჰქონდა ამ კომისიას განხილული ამ ხნის განმავლობაში. რამდენიმე მიწის ნაკვეთი, ერთი ბინა და ნახმარი მანქანები დააბრუნეს მხოლოდ. ეს არ არის მდიდარი ჩამონათვალი. კომპენსაციებზეც იყო საუბარი და ისიც მინდა ვთქვა, რომ ყველა ქონება რომელიც პროკურატურამ დააბრუნა, დაბრუნდა დაზარალებულ პირებთან ხელშეკრულების შედეგად, რომ მათ ამის შემდეგ არ ექნებოდათ პრეტენზია სახელმწფოსთან და იმ პირებთან ვინც ის მიითვისეს, - ასეთი იყო შეთანხმება. მეოთხე წელი მიდის და არავინ არაფერში გარკვეულა. დიდი ალბათობით, ბევრი საქმე გაურკვეველიც დარჩება. კვალიფიციური გამოძიების შემთხვევაში ეს ყველაფერი მალევე დადგინდებოდა, ცხელ კვალზე მოხდებდა გარკვევა და პროცესი არ გაიწელებოდა

- ფიქრობთ რომ შეგნებულად ხდება დროში გაწელვა?

- ბევრი თანამდებობის პირი იყრის ამ საქმეში თავს და პრაქტიკულად ჩანს რომ სახელმწიფო მათ გამოვლენას ერიდება. 22 მოხელიდან 5-ია პასუხისგებაში მიცემული, ეს ხუთიც დარწმუნებული ვარ პატარა დონის მოხელეა რომელზეც შეიწმინდეს ხელები. დამკვეთები და ორგანიზატორები კი დარჩნენ ბორტს მიღმა, დაუსჯელი.

- ეს ადამიანები დღესაც არიან ხელისუფლებაში?

- ხელისფებაში არიან, საკმაოდ პრივილეგირებული მდგომარეობით. ჩემს საქმეშიც ასეა, საზოგადოებამაც იცის ეს.

- შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს ბიზნესი უფრო თავისუფალია?

- ეს ყველაფერი მაჩვენებელია იმის, რომ დღეს ბიზნესი ქვეყანაში არაა თავისუფალი. არ არსებობს ქვეყანაში სამართლიანი გარემო. ამ ადამიანების მიმართ მსგავსი მიდგომა მუთითებს, რომ ადამინების უფლება ირღვევა.

12.აპრილი.2019 19:45
348

პოლიეთილენის მწარმოებელი დანადგარისთვის აღებული სესხი – პარკი აიკრძალა, სესხი დარჩა

ვრცლად
03.აპრილი.2019 09:00
1004

"კუმისის" დამფუძნებელმა მთავრობის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელი მოამზადა

ვრცლად
02.აპრილი.2019 22:05
392

"კუმისის" დამფუძნებელი: ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლებს ბავშვობაში კვერცხის ჭამას აძალებდნენ

ვრცლად
02.აპრილი.2019 21:20
1104

პარიზში ქართველი ქალი მეღვინეების ღვინოების დეგუსტაცია გაიმართა

ვრცლად
30.მარტი.2019 17:50
265

ბეჟან წაქაძე: ყველა სამშენებლო პროექტს ფინანსური უზრუნველყოფის ცნობა უნდა ჰქონდეს

ვრცლად
30.მარტი.2019 11:45
3865

სასტუმრო "ქვევრი" - კახეთში განსხვავებული კონცეფციის სასტუმრო შენდება

ვრცლად