მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დავით ბეჟუაშვილის კომპანიას უკრაინის სასამართლომ ხერსონის პორტის მართვის უფლება მიანიჭა

5e44f32c69616
შოთა ტყეშელაშვილი
13.02.20 11:00
5811
კიევის მეექვსე სააპელაციო ადმინისტრაციულმა სასამართლომ საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის მიერ დაფუძნებული კომპანიისთვის - LLC RISOIL-KHERSON-ისთვის ხერსონის პორტის მართვის უფლების გადაცემა განაახლა. აღნიშნული გადაწყვეტილება სასამართლომ მიიღო მას შემდეგ, რაც თებერვლის დასაწყისში სასამართლომ რამდენიმე დღით პორტის გადაცემა შეაჩერა.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის იანვარში უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ხერსონის პორტის მართვის უფლების საერთაშორისო ტენდერის გამარჯვებულად ქართულ-შვეიცარიული კომპანია RISOIL-KHERSON-ი გამოავლინა. კომპანია ქართველი ბიზნესმენის დავით ბეჟუაშვილის მიერ არის დაფუძნებული და ის GIG ჯგუფთან არის აფილირებული.

უკრაინის მთავრობის წევრთა განცხადებით, საერთაშორისო ტენდერის საკონკურსო პროცესი სამართლიანად და გამჭვირვალედ ჩატარდა. შერჩევის მთავარი პრინციპი კი გამარჯვებული ინვესტორის რეპუტაცია, მათი მხრიდან წარდგენილი საუკეთესო საინვეტიციო წინადადებები და ბიზნესგამოცდილება გახდა.

ვლადიმერ ზელენსკის მთავრობის ინიციატივით, ქვეყანაში ეკონომიკური რეფორმები მიმდინარეობს, რომელთა შედეგადაც სახელმწიფო ობიექტების პრივატიზება და საინვესტიციო გარემოს ლიბერალიზაცია მიმდინარეობს. ეს ცვლილებები ინვესტორებისთვის მსხვილი სახელმწიფო ობიექტების მართვის უფლების შეთავაზებასაც ითვალისწინებს, რისთვისაც საერთაშორისო ტენდერები ცხადდება. 

LLC RISOIL-KHERSON-მა 2020 წლის 31 იანვარს გამართულ პრეზენტაციაზე საზოგადოებას, ხერსონის პორტის განვითარების გრძელვადიანი სტრატეგია წარუდგინა.

ინვესტორი კომპანია ხერსონის პორტის განვითარებაში 15 მლნ დოლარის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს და ხერსონის ინფრასტრუქტურის მოწყობა-განვითარებაზე ვალდებულებასაც იღებს.

ეს უკრაინაში უმსხვილესი ქართული ინვესტიცია იქნება.