მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დავით ჭიჭინაძე ეკონომიკის მინისტრს ღია წერილით მიმართავს

601b963b185a2
BM.GE
04.02.21 10:36
627
პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი დავით ჭიჭინაძე ეკონომის მინისტრს ნათია თურნავას ღია წერილით მიმართავს.

დავით ჭიჭინაძე აცხადებს, რომ ამ დრომდე „ქართული ოცნების“ მთავრობას არ წარმოუდგენია გეგმა, როგორ უნდა გადარჩეს ეკონომიკა და მცირე და საშუალო ბიზნესმა შეინარჩუნოს სამუშაო ადგილები.

„ეკონომიკის მინისტრი თითს კი არ უნდა უქნევდეს ადამიანებს, ჯარიმებით აშინებდეს და ბიზნესისთვის სადამსჯელო ოპერაციებს გეგმავდეს, პირიქით, თქვენ სხვადასხვა პროგრამები უნდა შესთავაზოთ მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს, ამ ადამიანებმა 2-3 წელში მაინც რომ შეძლონ იმის აღდგენა, რაც პანდემიამდე ჰქონდათ.

4 თებერვალია და „ოცნების“ მთავრობას ჯერაც არ წარმოუდგენია გეგმა - ეკონომიკა, მცირე და საშუალო ბიზნესი რომ გადარჩეს და სამუშაო ადგილების ის რაოდენობა მაინც რომ შეინარჩუნონ, რაც მცირე შემოსავლის პირობებში იქნება შესაძლებებლი.
ანუ, როდესაც ბიზნესს სთხოვთ შეზღუდვები დაიცვან, მათ ის მაინც ხომ უნდა იცოდენ რა ელით, ან რას სთავაზობს მთავრობა.

ან რა გახდა საქართველო ასეთი, მითუმეტეს როდესაც ამერიკის ისეთ შტატებშიც კი, (მიჩიგანი, ვაშინგტონი ) სადაც ყველაზე უფრო აქტიურად იკეტებოდა რესტორნები და მსგავსი ბიზნეს სექტორები, ბაიდენის ინაუგურაციის შემდეგ, აბსოლუტურად ყველაფერი გაიხსნა 25%-იანი დატვირთვით“,- ნათქვამია განცხადებაში.