მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დავით ჭიჭინაძე რეპეტიტორებთან და ძიძებთან დაკავშირებით ინიციტივით გამოდის

5ed4b3b3de449
ინგა მურუსიძე
01.06.20 11:50
1133
პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე რეპეტიტორებთან და ძიძებთან დაკავშირებით ინიციტივით გამოდის.

„ჩვენ გვყავს პედაგოგები, ძიძები, სხვადასხვა პროფესიის ადმიანები, რომლებიც სახლში იყვნენ იმის გამო, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მუშაობდა, უბრალოდ არ ჰქონდათ საშუალება განეხორციელებინათ ის მომსახურეობა, როელსაც ეწეოდნენ მანამდე. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ამ ადამიანებს ოჯახი ქირაობს საკუთარი დაბეგრილი ხელფასიდან მიღებული შემოსავლით ანუ გადახდილი თანხები დაბეგვრას აღარ ექვემდებარება. ორმაგ დაბეგვრას კანონი კრძალავს; როცა პედაგოგს ქირაობთ, ჩათვალეთ, რომ ხელფასს უხდით ბავშვს, რომ მან იქირაოს პედაგოგი. აქედან გამომდინარე, არავითარი პრობლემა არ არის, რომ ამ ადამიანებს დავუდასტუროთ შემოსავალი, ხოლო ადამიანების ეს კატეგორია მოხვდეს იმ სიაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი გულისხმობდა, რომ ყველა ადამიანი, ვისაც ეხება 1200 და 300 ლარიანი დახმარებები, გამოყენებული იქნას საბანკო პროცენტების გადახდის გადავადება 3 თვით“, - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე.

მან კომიტეტის თავმჯდომარეს რომან კაკულიას მიმართა, რომ უწყებათშორისი საბჭოს სხდომაზე ეს საკითხი დააყენოს და საკითხი სხვანაირად გადაწყდეს.

გარდა ამისა, ჭიჭინაძე გამოდის ინიციატივით, რომ რესტორნებისთვის, სასტუმროებისთვის და სხვადასხვა ბიზნესებისთვის ამოქმედებული იყოს ე.წ. ფორსმაჟორული სიტუაცია ფინანსურ ინსტიტუტებთან მიმართებაში, რაც კანონმდებლობით არის განსაზღვრული.

ჭიჭინაძის თქმით, პრემიერის განცხადება იყო, ასევე, რომ პროცენტების გარეშე უნდა მომხდარიყო გადავადება, ფინანსური ინსტიტუტები ამას არ აკეთებენ და როგორც დიდი კომერციული ბანკები, ისე მიკროსაფინანსო ორგანიზაციები ადამიანებს გაზრდილი დარიცხული პროცენტების გადახდას აიძულებენ.

დეპუტატმა დიზელის ფასთან დაკავშირებით არსებულ პრობლემაზეც ისაუბრა და თქვა, რომ მოსახლეობისთვის დიზელის ფასის შემცირებასთან დაკავშირებით შედგენილი გრაფიკი მოსავლის მოვლის დროს ცდება და ეს საკითხი გასაკონტროლებელია.

თავის მხრივ, რომან კაკულიამ ჭიჭინაძეს უპასუხა, რომ როგორც ფორს-მაჟორთან, ისე თვითდასაქმებულებთან დაკავშირებით შედგება საქმიანი საუბარი, სადაც ყველა მოისმენს მთავრობის ჩამოყალიბებულ პოზიციას.