მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დავით ფერაძე: რკინიგზის ზარალი მოცულობითია, მაგრამ ჩვენი საოპერაციო საქმიანობა მომგებიანია

5dbec8c43911c
თელარა გელანტია
04.11.19 10:15
2142
2018 წელს საქართველოს მთავრობას დაქვემდებარებულმა სახელმწიფო კომპანიებმა საქმიანობა 805,335,800 ლარის ზარალით დაასრულეს. ჯამურად, ყველაზე მსხვილი - 609 მილიონი ლარის ზარალი საპარტნიორო ფონდს ჰქონდა, რომელიც დღეს საქართველოს რკინიგზის, ნავთობისა და გაზის კორპორაციის, სახელმწიფო ელექტროსისტემისა და ესკოს 100%-იან წილს ფლობს.

რატომ არის საპარტნიორო ფონდი ზარალიანი? - ამ კითხვაზე საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელ დავით
საგანელიძეს ერთადერთი და უცვლელი პასუხი აქვს:

„არასწორი ინფორმაციაა. თუ 2 შვილობილ კომპანიას არ ჩავთვლით, რომელსაც საპარტნიორო ფონდი არ მართავს ანუ საქართველოს რკინიგზას და ელექტროსისტემას გამოვაკლებთ, საპარტნიორო ფონდის მოგება შარშან 192 მლნ იყო. ჩვენ ამ ორ კომპანიას არ ვმართავთ და ჩემთვის ძალიან ძნელია მათ გამო საპარტნიორო ფონდის წაგებაზე ვისაუბრო“.

და რატომ არის „საქართველოს რკინიგზა“ ზარალიანი? – bm.ge-ის საშუალება ჰქონდა ამ კითხვაზე პასუხი უშუალოდ რკინიგზის მენეჯმენტისგან მიეღო. კომპანიის გენერალური დირექტორი დავით ფერაძე „საქმიანი დილის“ წამყვანმა გიორგი ისაკაძემ ჩაწერა.

დავით ფერაძე კომპანიის ზარალიანობას რამდენიმე მიზეზით ხსნის.

„საქართველოს რკინიგზის“ ზარალი მოცულობითი რიცხვია, მაგრამ ჩვენი საოპერაციო საქმიანობა მომგებიანია და ზარალის მთავარი გამომწვევი მიზეზი შემოვლითი რკინიგზის პროექტია, რომელიც ყოველგვარი ეკონომიკური დასაბუთების გარეშე 2010 წელს დაიწყო და 2014 წელს შეჩერდა. აქვე მინდა ვთქვა, რომ 2010 წელს „საქართველოს რკინიგზამ“ აიღო 500 მლნ ევრობონდის ვალდებულება და პარადოქსია, რომ თბილისი-მახინჯაურის მონაკვეთზე მოდერნიზაციის პროექტი, რომელიც გულისხმობს გამტარუნარიანობის გაზრდას, ეს დაახლოებით, 200-300 მლნ დოლარის ღირებულების პროექტია და ამავე პერიოდში ვიღებთ სესხის მეორე ნაწილს, რომელსაც ვამისამართებთ შემოვლით რკინიგზაზე, სადაც ჩვენი ხელით ვახდენთ ვიწრო ყელის შექმნას.

იქიდან გამომდინარე, რომ ამ პროექტმა ვერ მიიღო საბოლოო სახე, არამომგებიანი იყო, მოხდა ამ აქტივის გადაფასება და ავტომატურად ჩვენს კმპანიას დაეწერა, როგორც მიუღებელი შემოსავალი. ასევე, ადრე დაგეგმილი იყო ტვირთბრუნვის ზრდის საკმაოდ მაღალი ციფრები, ის ვერ განხორციელდა. ამას დაემატა მცირე კურსთა შორისი სხვაობა. ჯამში, ამან მოგვცა საკმაოდ მოცულობითი რიცხვი და ეს დაფიქსირდა ჩვენს მოგება-ზარალის უწყისში“, - განმარტა ფერაძემ.