30.იანვარი.2016 16:20
ეკონომიკა

დავით გზირიშვილი: ჯანდაცვაზე ხელმისაწვლომობა, არ ნიშნავს, რომ ერი ჯანმრთელი იქნება

დავით გზირიშვილი: ჯანდაცვაზე ხელმისაწვლომობა, არ ნიშნავს, რომ ერი ჯანმრთელი იქნება
"საქართველო ჯანდაცვაზე ბევრად ნაკლებს ნაკლებს ხარჯავს, ვიდრე სხვა ქვეყნები", - აღნიშნულის შესახებ, ჯანდაცვის სპეციალისტმა, დავით გზირიშვილმა გადაცემაში "ბიზნესკონტაქტი" განაცხადა. გზირიშვილი თვლის, რომ ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, ერის ჯანმრთელობას არ ნიშნავს. „ხელმისაწვდომობა უხარისხო მომსახურებაზე უკეთეს ჯანმრთელობას ნიშნავს?“, - ამბობს დავით გზირიშვილი.
 
„რისთვის ხარჯავს სახელმწიფო ფულს?, - თუ საბიუჯეტო კანონს ავიღებთ, საკმაოდ მკაფიოდ წერია, რომ სახელმწიფო ფულს იმიტომ ხარჯავს, რომ ხელმისაწვდომობა გაზარდოს. შეიძლება ამ მსჯელობებში საერთოდ დაგვავიწყდეს რისთვის არის ჯანდაცვის სექტორი. ჯანდაცვის სისტემის დანიშნულება არის ის, რომ ერი უფრო ჯანმრთელი იყოს. ამ მსჯელობებში, ამ კითხვის გარშემო საუბრებს ვერ ვხედავ. ხელმისაწვდომობა ტექნიკური დეტალია. ჯანმრთელობა კი უფრო მნიშვნელოვანი ფენომენია. ანუ ჩვენ საკვებს იმიტომ ვყიდულობთ, რომ ხელი მიგვიწვდეს, თუ იმისთვის, რომ არ ვიყოთ მშიერი. თუ ქვეყანა ორჯერ მეტ ფულს დახარჯას, ჩვენ ორჯერ უფრო ჯანმრთელი ვიქნებით, - ასეთი რამ არ არსებობს.

ჩვენ ბევრად ნაკლებს ვხარჯავთ, ჯანდაცვაზე ვიდრე სხვა ქვეყნები. შეგვიძლია 800 მილიონი ჯანდაცვას მივცეთ და აქედან 571 მილიონი საყოველთაო ჯანდაცვისთვის გამოვყოთ, მომავალ წელს ეს თანხა შეიძლება გავზარდოთ და 700 მილიონი გამოვყოთ და ამით რას მივიღებთ? სამწუხაროდ მკაფიოდ არ არის ნათქვამი ამისგან რას ველოდებით. მე შემიძლია პროვოკაციული შეკითხვა დავსვა - ხელმისაწვდომობა უხარისხო მომსახურებაზე უკეთეს ჯანმრთელობას ნიშნავს? ჩვენ რომ ორჯერ მეტი უხარისხო საკვები მოვიხმაროთ, უფრო კარგად ვიგრძნობთ თავს? ხელმისაწვდომობის გაზრდა თვითმიზანი არ უნდა იყოს.

ათჯერ მეტი ფული რომ დახარჯოს სახელმწიფომ და ყველანაირ გამოკვლევაზე რომ მიმიწვდებოდეს ხელი, ეს არ ნიშნავს, რომ ერი ჯანმრთელი იქნება“, - განაცხადა გზირიშვილმა.

24.მაისი.2019 17:00
11

რა შემთხვევაში შეეძლებათ ფერმერებს სახელმწიფო დაწესებულებების მომარაგება?

ვრცლად
24.მაისი.2019 16:10
96

საქართველოს რეგიონებში „ზრდის ჰაბების“ ამოქმედება იგეგმება

ვრცლად
24.მაისი.2019 16:08
59

მერიამ "ნილის" შემცვლელი იპოვა - ბაგა-ბაღებს საკვებით „მზიური“ მოამარაგებს

ვრცლად
24.მაისი.2019 15:49
178

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ლარის კურსის გაუფასურების მიზეზებზე ისაუბრა

ვრცლად
24.მაისი.2019 15:35
70

კალაძე - მოიკითხეთ, ვისგან ფინანსდება არასამთავრობოები, რომლებიც ჰესის მშენებლობას ეწინააღმდეგებიან

ვრცლად
24.მაისი.2019 15:30
64

რაში ხარჯავენ ყველაზე მეტ ფულს ქართველები საზღვარგარეთ?

ვრცლად