მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დავით გზირიშვილი: რა მნიშვნელობა აქვს მწვანე ზონაში ყოფნას, თუ ამას ქმედებები არ მიება?

5f6f0a1d285a4
ლიკა გურაბანიძე
26.09.20 14:00
1308

"მნიშვნელობა აქვს ყვითელ, წითელ, ან მწვანე ზონაში ყოფნას, თუ ამას ღონისძიებები არ მიაბი?" - ამის შესახებ ჯანდაცვის სისტემების სპეციალისტმა დავით გზირიშივილმა გადაცემა Forbes Talks-ში განაცხადა. მისი თქმით, სახელმწიფოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები უმეტეს შემთხვევაში კერძო სექტორისთვის დამატებით გაურკვევლობას იწვევს. გზირიშვილის თქმითვე წარსულში არსებული "მწვანე ზონის" სტატუსი ბუნდოვანია რაში გამოიყენა ქვეყანამ, რადგანაც მას შესაბამისი ღონისძიებები არ მოყოლია. 

გზირიშვილის თქმით, მას შთაბეჭდილება არ რჩება, რომ სახელმწიფომ COVID19-თან გამკლავებაში წინ წაიწია.

“შორიდან რასაც ვუყურებ შთაბეჭდილება არ მრჩება, რომ რამეში წინ წავიწიეთ. მაგალითად, ჩვენ თუნდაც იმ ნაწილში არ წავიწიეთ წინ, რომ რაღაცებისთვის სახელის დარქმევა გვესწავლა.

კერძოდ, თუ საწოლების გარდა ყველაფერია, რაც კლინიკური თვალსაზრისით ვირუსთან გამკლავებას სჭირდება, ამას პრაქტიკა აჩვენებს. სად ვართ და როგორ ვართ დალაგებულად არავის განუცხადებია. საწოლი აბსოლუტურად აბსტრაქციული ცნებაა, ხოლო მედპერსონალი და ექიმები, რომლებიც რამდენიმე თვის განმავლობაში მას ემსახურებიან, ეს აბსოლუტურად სხვა განზომილებაა,"- აცხადებს გზირიშვილი.

ჯანდაცვის ექსპერტი მიიჩნევს, რომ მთავრობის მიერ უკანასკნელ პერიოდში სოციალური დისტანცირების შესახებ დამატებითი მოთხოვნებით და ადამიანთა შეკრების გარკვეული რაოდენობის შეზღუდვის მიუხედავად, გაურკვეველი რჩება რეალურად რა არის აკრძალული, რადგანაც ამ ნორმების აღსრულების კონტროლი არ ხდება. 

"ხელისუფლების მიერ გაკეთებული განცხადებებიდან რა არის რჩევა და რა არის სავალდებულო მოთხოვნა, ამათ შორის ზღვარი ვერ გავიგე. ანუ თუ დღეს რამდენიმე ადამიანის ერთად შეკრება არ შეიძლება, მაშინ ამ წესის დარღვევისას რა უნდა მოხდეს, გაგიგიათ, რომ დაირღვა და რამე მოხდა?” - განაცხადა დავით გზირიშვილმა.

მისივე თქმით, დღეს პანდემიის პირობებში ბიზნესის მიმართ მთავრობის მხრიდან უპასუხისმგებლო დამოკიდებულებაა. 

“COVID19-ის პანდემიამდეც საქართველოში ის აუცილებელი პირობა, რაც ბიზნესს ჯანსაღი საინვესტიციო გარემოსთვის სჭირდება, ეს არის სახელმწიფო მართვასთან დაკავშირებული გარემოებები. კერძოდ, სახელმწიფომ ბაზარს გარკვეული სტაბილურობის განცდა მისცეს და შემდგომ ბიზნესი განვითარდეს.

მთავრობის მხრიდან ბიზნესის მიმართ უპასუხისმგებლო და უსამართლო დამოკიდებულებაა. გაურკვევლობის ხელოვნურად დამატებას მთავრობა დღემდე აგრძელებს. ხოლო ამის შემდეგ იმაზე სერიოზული საუბარი მიჭირს, რომ ეკონომიკისთვის კარგი მართლა გვინდა," - განაცხადა დავით გზირიშვილმა. 

Forbes Talks - აკაკი ზოიძე, დავით გზირიშვილი: