მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დავით გზირიშვილს ეპიდემიაზე მეტად Covid-19-ისადმი დამოკიდებულება თრგუნავს

5eb5542288f52
ინგა მურუსიძე
08.05.20 23:20
987
ფიქრობენ, რომ სპექტაკლის მონაწილეები არიან, ჩემმა მეგობარმა ნახა როგორ მიირთმევდნენ ახალგაზრდები მზესუმზირას ხელთათმანებით, - ამის შესახებ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სისტემების სპეციალისტმა, დავით გზირიშვილმა Forbes Talks-ის ფორმატში გიორგი ისაკაძესთან ინტერვიუში განაცხადა.

„ჩემი სკეპტიციზმი გრძელდება და პირიქით, სკეპტიციზმი მთრგუნავს ეპიდემიაზე მეტად და ამის მიზეზი არის საზოგადოების დამოკიდებულება. მხოლოდ ხელისუფლება არ არის ყველაფერი. დღეს ჩემი მეგობარი მეუბნებოდა, როგორ ნახა თუ როგორ მიირთმევდნენ ხელთათმანებით მზესუმზირას ახალგაზრდები. ეს ვართ საზოგადოება, რომელიც ვართ მასკარადობის და მასხარობის ოსტატები. ხელთათმანები აცვიათ და თავს იცავენ ვითომ. როცა ამას ვუყურებ, საზოგადოება, მოქალაქეები როგორ იქცევიან, სულ მგონია, რომ რაღაც სპექტაკლის მონაწილეები არიან. თითქოს რაღაცას დგამენ, შინაარსს ვერ ატანენ“, - განაცხადა გზირიშვილმა.