მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დავით კენჭაძე: მშენებლობების ფასი იზრდება, დეველოპერს არ შეუძლია ბინა უფრო იაფად გაყიდოს

60a8cb4ebc983
ლიკა გურაბანიძე
23.05.21 11:40
3316

“დეველოპერებს თვითღირებულება გაეზარდათ, მათ აქვთ სურვილი, რომ უძრავი ქონება გაყიდონ. ხოლო, მყიდველს მოლოდინი აქვს, რომ ფასი დაიკლებს, თუმცა დეველოპერი ბოლომდე ცდილობს ფასი არავითარ შემთხვევაში არ დააკლოს, რადგან ეს დიდი აქტივია", - ამის შესახებ DK Capital-ის გენერალურმა დირექტორმა დავით კენჭაძემ გადაცემაში #BMGDRIVE განაცხადა.

მისივე განმარტებით, დღეს დეველოპერულ ბაზარზე “ყველა მაქსიმალურად ვაჭრობს”. ახალი მშენებლობების ფასი მატულობს, შედეგად დეველოპერს არ შეუძლია, რომ ბინა უფრო იაფად გაყიდოს, რაც კონკურენტულ გარემოში მეორადი უძრავი ქონების ფასსაც ავტომატურად ზრდის.

“დეველოპერი თუ ფასს უმატებს მეორადი უძრავი ქონების მეპატრონეც იძულებულია, რომ ფასი გაზარდოს.” - აღნიშნა DK Capital-ის გენერალურმა დირექტორმა.

კენჭაძის თქმითვე, საქართველოში დეველოპმენტის ცნება არასწორად არის გაგებული და აღქმული.

“საბოლოო ჯამში დეველოპერებს საქართველოში ფუნქცია არასწორად აქვთ აღებული. დეველოპმენტის იდეა არის ის, რომ პროექტი უნდა მართოს, შეკრას. ცალკე კომპანია სჭირდება, რომელიც არქიტექტურული თვალსაზრისით მოემსახურება, ასევე ცალკე კომპანია, რომელიც გააკეთებს მშენებლობას და კიდევ დამატებით ცალკე, რომელიც კლიენტებთან მომსახურებას მიხედავს. დეველოპერებს ჰქონიათ, რომ ამ ყველაფრის გაკეთება მხოლოდ თვითონ შეუძლიათ. ხშირად დეველოპმენტი მშენებლობაში, კლიენტების მომსახურებასა და მარკეტინგში ერევათ. საშუალო და პატარა კომპანია თუ ხარ, ეს გაგიჭირდება. ყველაფერს რომ გაეკიდები, შესაბამის შედეგს ვერ დადებ.” - განაცხადა დავით კენჭაძემ.