მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დავით კეზერაშვილმა დაადასტურა, რომ ოლიგარქია - ღარიბაშვილი

6459f4c0bc0e5
ინგა მურუსიძე
09.05.23 11:29
635
დავით კეზერაშვილმა დაადასტურა, რომ ოლიგარქია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

ე.წ. ქოლცენტრების ბოლო დროს გახმაურებულ საქმეებზე საუბრისას ღარიბაშვილი კვლავ დავით კეზერაშვილზე საუბრობს და აცხადებს, რომ ის საქართველოში ყველა ოპოზიციურ არხს აფინანსებს. ჟურნალისტის რეპლიკაზე, რომ ასე არ არის [კონკრეტულად "TV პირველის" შემთხვევაში], ღარიბაშვილმა რეპლიკითვე უპასუხა, რომ ის პრემიერია და მეტი ინფორმაცია აქვს.

“ჩვენ ვხედავთ უსუსურ მცდელობას, ისედაც გაკოტრებული, ხელმოცარული ოპოზიციისგან, რომ ეს დიდი სკანდალი, მსოფლიო დონის, საერთაშორისო მასშტაბის თაღლითობის სქემა, რომელიც გამოძიებულია და კეზერაშვილის მიერ ე.წ. ქოლცენტრების სქემის აწყობას ეხება, გადაფარონ. დადასტურებულია, რომ კეზერაშვილმა და მისმა თაღლითების ბანდამ გაძარცვა მთელი ევროპის პენსიონერები. 1 მილიარდი ევრო არის მოპარული. ამხელა სკანდალის გადაფარვას ცდილობენ ეს არასერიოზული ადამიანები. საერთოდ რაზეა საუბარი? კეზერაშვილი რამდენიმე კვირით ადრე გამოვიდა და დაადასტურა, რომ იგი არის ოლიგარქი, რომელიც აფინანსებს ფინანსურ პოლიციას, სამწუხაროდ, თქვენს ტელევიზიებსაც, ყველას... ნაძარცვი ფულით აფინანსებს მთელ ამ მოძრაობას”, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერის თქმით, "საუკუნის ძარცვის ავტორი და მისი დაფინანსებული პარტიები გამოთქვამენ პრეტენზიას, რომ ხელისუფლებაში მოვიდნენ".

“მე დარწმუნებული ვარ, რომ ევროპული საგამოძიებო ორგანოები მიიყვანენ ყველაფერს ბოლომდე”, - თქვა პრემიერმა.