მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დავით კეზერაშვილმა "ფორმულას" პარტნიორებს არხის წილების გასხვისება შეუზღუდა

5e4fecebdb726
შოთა ტყეშელაშვილი
21.02.20 19:00
2576
ტელეკომპანია "ფორმულას" დამფუძნებელმა და საკონტროლო პაკეტის (51%-იანი წილის) მფლობელმა ბიზნესმენმა დავით კეზერაშვილმა, თავის პარტნიორებს ტელევიზიის წილების გასხვისების უფლება შეუზღუდა.

შესაბამისი ცვლილება ნოტარიულად 2020 წლის 24 იანვარს აისახა, საჯარო რეესტრმა კი ის 2020 წლის 6 თებერვალს დაარეგისტრირა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ არხის მეწილეებს - მიხეილ მშვილდაძეს, ირაკლი საღინაძეს, ზურაბ გუმბარიძესა და გიორგი ლიფონავას საკუთარი წილის გასხვისების უფლება აეკრძალათ იქამდე, სანამ ისინი არ დაფარავენ არხის მაჟორიტარი მესაკუთრის - დავით კეზერაშვილის მიმართ არსებულ ვალდებულებას. 

"მიხეილ მშვილდაძის წილი - 12.25%, ირაკლი საღინაძის წილი - 12.25%, ზურაბ გუმბარიძის წილი - 12.25% და გიორგი ლიფონავას წილი - 12.25%. მიხეილ მშვილდაძეს, ირაკლი საღინაძეს, ზურაბ გუმბარიძეს და გიორგი ლიფონავას აეკრძალათ შპს „ფორმულა“-ს კაპიტალში მათ საკუთრებაში არსებული წილების გასხვისება, გადაცემა, დაგირავება ან რაიმე უფლებით დატვირთვა, მაჟორიტარი პარტნიორისადმი - დავით კეზერაშვილისადმი ნაკისრი ფინანსური ვალდებულებების სრულად დაფარვამდე,"- ნათქვამია ანგარიშში.