05.თებერვალი.2016 11:32
საზოგადოება

დავით ნარმანია: დღეს ახალი თბილისის ახალი ერა იწყება

დავით ნარმანია: დღეს ახალი თბილისის ახალი ერა იწყება
თბილისში პროექტი "ახალი ტფილისი" იწყება. როგორც დედაქალაქის მერმა, დავით ნარმანიამ პროექტის პრეზენტაციისას განაცხადა, პროექტის ნაწილი 2016 წლის ბოლოს დასრულდება. თბილისის მერიის ცნობით, პროექტის ფარგლებში შენობა-ნაგებობების სრული რესტავრაცია-რეაბილიტაცია განხორციელდება. ამასთან, მთლიანად განახლდება ყველა ტიპის საკომუნიკაციო და საინჟინრო ქსელები, მოპირკეთდება ქუჩები, დამონტაჟდება ახალი განათებები და მანიშნებლები.

"მოხარული ვარ, რომ მაქვს პატივი, სწორედ ჩემი მერობის პერიოდში დაიწყოს ქალაქისთვის ისეთი მნიშვნელოვანი და მასშტაბური პროექტის განხორციელება, როგორიცაა - „ახალი ტფილისი". 

პროექტი მართლაც რომ უნიკალურია ბევრი თვალსაზრისით. პროექტი „ახალი ტფილისი“ მოიცავს თბილისის ძველი უბნების რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციას.

ტერიტორია, რომლის რეაბილიტაციაც იწყება ქალაქის ისტორიული ტურისტული მარშუტის შემადგენელი ნაწილია, თუმცა ეს არ არის დასაწყისი. უკვე მიმდინარეობს სამუშაოები ღვინის აღმართზე და გუდიაშვილის მოედანზე. დღეს ახალი თბილისის ახალი ერა იწყება“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

რაც შეეხება მშრალი ხიდის მიმდებარე ტერიტორიას, პროექტის ფარგლებში: კეთილმოეწყობა 9 მარტისა და დედა ენის სახელობის ბაღები და მიმდებარე ტერიტორია; აღნიშნულ ბაღებს შორის მოეწყობა მიწისქვეშა საფეხმავლო გადასასვლელი - გალერეა;  მოეწყობა სავაჭრო დახლები, ტერასა და მოწესრიგდება სავაჭრო საფეხმავლო ზონა. პროექტის განხორციელების ამ ეტაპზე დასაქმდება 800-მდე ადამიანი.

19.აპრილი.2019 22:45
165

ლაშა ჟვანია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობას ტოვებს

ვრცლად
19.აპრილი.2019 20:00
157

"ნატახტარი": ბოლო წლებში ლუდის ბაზარი აღარ იზრდება

ვრცლად
19.აპრილი.2019 19:25
222

ანზორ მელია აკაკი ზოიძეს მიმართავს: ვთხოვ, მარტო პარლამენტში არ იჯდეს

ვრცლად
19.აპრილი.2019 16:51
277

მშენებლობაზე ორი მუშის გარდაცვალების ფაქტზე "ხიმიჯ სერვის 2"-ის დირექტორი დააკავეს

ვრცლად
19.აპრილი.2019 15:12
78

საზმაუს აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი ნათია კაპანაძე თანამდებობიდან გადააყენეს

ვრცლად
19.აპრილი.2019 15:02
62

ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ახალგაზრდებისთვის საგანმანათლებლო პროგრამა დაიწყო

ვრცლად