მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დავით ნარმანია: კომუნალურ შეღავათებზე უარი ათასობით მოქალაქემ თქვა

5e902bb79e51e
ნინი ლონგურაშვილი
10.04.20 12:16
1987
მოქალაქეებს, რომელთაც სურთ, სოლიდარობის ნიშნად არ ისარგებლონ კომუნალური შეღავათით, საკუთარი გადაწყვეტილების დაფიქსირება სემეკ-ის ვებგვერდზე www.gnerc.org/ge/covid-19 შეუძლიათ.

“1 000-ზე მეტია უკვე იმ მომხმარებელთა რაოდენობა, რომელთაც ისარგებლეს შეღავათით, ხოლო კომუნალური სერვისები, რომელზეც მათ უარი თქვეს, არის ორჯერ მეტი”, - ამის შესახებ სემეკ-ის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ გადაცემა “საქმიანი დილის” ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, მოხმარებლებს უარის თქმა შეუძლიათ, როგორც ყოველთვიურად, ასევე სამივე თვეზე - ერთიანად.

„ხვალ, დღის ბოლომდე იმუშავებს ეს პლატფორმა. შემდეგი 4 დღე უკვე ეძლევათ კომპანიებს, იმისათვის, რომ პლატფორმის მეშვეობით გამოთქმული უარი ეგზავნებათ კომუნალურ კომპანიებს და 15 რიცხვისთვის ეს ბაზა უნდა დაიხუროს. ბაზაში იქნება მომხმარებლის 3 კატეგორია, ერთი - მომხმარებელი, რომელსაც ეხმარება სახელმწიფო, მეორე - მომხმარებელი, რომელსაც ეხმარებოდა სახელმწიფო და თქვა უარი და მათ უკვე დაეგზავნებათ მოკლე ტექსტური შეტყობინებები და მესამე იქნება ის კატეგორია, რომელიც 200 კილოვატიან და 200 კუბურ მეტრიან ელექტროენერგიის და გაზის ზღავრში ვერ მოხვდა, ანუ უფრო მეტი ჰქონდა მოხმარებული.

ბაზაში შესაძლებელია, როგორც მარტის თვის კომუნალურზე უარის თქმა, ასევე სამივე თვეზე უარის თქმა. ის ვინც, მხოლოდ მარტის თვეზე თქვა უარი და შემდეგი ორი თვე არ აქვს უარი ნათქვამი, მაშინ მას შეუძლია, მომავალი თვის ანალოგიურ პერიოდში ასევე თქვას უარი. ანუ ყოველთვიურადაც არის უარის თქმა შესაძლებელი და ერთიანადაც“, - განმარტავს დავით ნარმანია.