მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დავით ნარმანია საერთაშორისო ენერგეტიკულ შეხვედრაზე პრეზენტაციით წარდგა

5e58c8d388f4e
BM.GE
28.02.20 12:00
644
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე დავით ნარმანიამ ვენაში გამართულ საერთაშორისო ენერგეტიკულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

სემეკის თავმჯდომარემ საქართველოს ელექტროენერგეტიკის ბაზრის ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზენტაცია წარადგინა და შეხვედრის მონაწილეებს ახალი რეგულირების პრინციპები გააცნო. დავით ნარმანიამ ისაუბრა საკანონმდებლო სიახლეებზე, ნორმატიულ აქტებში ევროკავშირის დირექტივების ჰარმონიზებისა და ენერგეტიკის ბაზრის რეფორმირების საკითხებზე.

26-28 თებერვალს ავსტრიაში, ვენაში აშშ-ის კომუნალური სამსახურების მარეგულირებელი კომისიების ეროვნული ასოციაციისა (NARUC) და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით, ევროპისა და ევრაზიის ინიციატივის ფარგლებში, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერირების ხელშეწყობის საკითხებზე პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანი იყო მონაწილეებს შორის ინფორმაციის გაცვლა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება.

სემეკის თავმჯდომარესთან ერთად, შეხვედრაში მონაწილეობდნენ ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტის წარმომადგენლები.
NS