28.იანვარი .2020 14:02

დავით ნარმანია საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმზე პრეზენტაციით წარდგა

views 121
უკან

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე დავით ნარმანია ენერგეტიკის საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმზე სიტყვით გამოვიდა და ენერგეტიკის სექტორის განვითარებაში მარეგულირებელი კომისიის როლის შესახებ პრეზენტაცია წარადგინა.

დავით ნარმანიამ დეტალურად ისაუბრა ევროკავშირის კანონმდებლობასთან ქართული კანონმდებლობის ჰარმონიზების, ენერგეტიკის ბაზრის რეფორმირების, სემეკის ახალი ფუნქციებისა და გამოწვევების შესახებ. სემეკის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა კომისიის პრიორიტეტებზე რეგულირებად სექტორებში. მათ შორის, მომხმარებელთა უფლებების დაცვაზე, მომსახურების ხარისხის დახვეწაზე, რეგულირების სტანდარტების, საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებასა და კონკურენციის განვითარების ხელშეწყობაზე.

დავით ნარმანიასთან ერთად, სემეკის მხრიდან ღონისძიებას ესწრებოდნენ კომისიის წევრები გიორგი ფანგანი და მაია მელიქიძე, ასევე, დეპარტამენტების წარმომადგენლები.

ენერგეტიკის საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმში, რომლითაც ენერგეტიკის კვირეული გაიხსნა, 15 ქვეყნის 300-ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობს. კვირეულის ფარგლებში განიხილება საქართველოს ენერგეტიკის სექტორში არსებული გამოწვევები, რეფორმირების პროცესი, საინვესტიციო ხელშეწყობისა და ენერგოუსაფრთხოების საკითხები, საერთაშორისო თანამშრომლობა, განახლებადი ენერგიის ათვისების ხელშეწყობისა და ენერგოეფექტურობის ზრდისკენ მიმართული ღონისძიებები.
NS

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა