სემეკთან არსებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში USAID-ის საქართველოს ენერგეტიკის მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის ორგანიზებით, სასწავლო ცენტრის ორგანიზაციის, ბიუჯეტის, სტრუქტურის ჩამოყალიბებისა და ცენტრის ოპერირების საკითხებზე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა გახსნეს სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ, ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის დირექტორმა ნუგზარ ბერიძემ და USAID-ის საქართველოს ენერგეტიკის მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის ხელმძღვანელმა პირებმა.
შეხვედრაზე დავით ნარმანიამ ყურადღება გაამახვილა USAID-ის საქართველოს ენერგეტიკის მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის მხარდაჭერაზე სხვადასხვა მიმართულებით.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ USAID-თან ვთანამშრომლობთ არა მხოლოდ სემეკის, არამედ ახლა უკვე ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ფარგლებშიც. საქართველოს ენერგეტიკის მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში დღემდე რამდენიმე შეხვედრა, რომლის მიზანიც ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის, როგორც ორგანიზაციის, ასევე ცენტრის ტრენინგების სწორი ჩამოყალიბება და განვითარებაა. ვგეგმავთ, მომავალში უფრო მეტად გავააქტიუროთ ჩვენი თანამშრომლობა“, - აღნიშნა დავით ნარმანიამ.
შეხვედრის ფარგლებში USAID-ის საქართველოს ენერგეტიკის მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის მიერ მოწვეულმა „დელოიტ კონსალტინგის“ ექსპერტმა, დოქტორმა რაჯ ბარუამ შეხვედრის მონაწილეებს გააცნო აშშ-ს გამოცდილება სასწავლო ცენტრის მართვასა და განვითარებასთან დაკავშირებით. დოქტორ რაჯ ბარუას აქვს 30 წელზე მეტი გამოცდილება ენერგეტიკის სექტორში. იგი წლების განმავლობაში კონსულტაციებს უწევდა სხვადასხვა ქვეყნის მარეგულირებელ კომისიებს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი