საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ ევროკავშირის დაფინანსებით სემეკში მიმდინარე „თვინინგ ლაითის“ დახურვის ღონისძიებაზე მოხსენება გააკეთა.
სემეკის თავმჯდომარის შეფასებით, ენერგეტიკული ბაზრის ევროკავშირის მოთხოვნებთან ჰარმონიზების პროცესმა, ასევე მსოფლიოში ტექნოლოგიების როლის სწრაფმა გაზრდამ, დიგიტალიზაცია ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად აქცია.
„დარწმუნებული ვარ, სემეკის, სხვა შესაბამისი უწყებებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მჭიდრო თანამშრომლობით, საქართველო მალე შეძლებს შექმნას და განავითაროს კონკურენტული და გამჭვირვალე ენერგეტიკული ბაზარი, უზრუნველყოს ენერგეტიკული უსაფრთხოება და დამოუკიდებლობა. საერთაშორისო პროექტებისა და მიღებული გამოცდილების გამოყენებით, შევძლებთ სემეკის შესაძლებლობების გაზრდას, რათა გავაუმჯობესოთ რეგულირების სტანდარტები და ხელი შევუწყოთ ქვეყანაში მდგრადი და მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს არსებობას, ჯანსაღი კონკურენციის ჩამოყალიბებასა და, ამავდროულად, მომხმარებელთა ინტერესების დაცვას.
საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში ამჟამად ისტორიულ მოვლენებს ეყრება საფუძველი. მნიშვნელოვანი რეფორმები გატარდა საქართველოს კანონმდებლობის ევროპულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზებისა და შესაბამისი მარეგულირებელი ჩარჩოს ჩამოყალიბებისათვის. შემუშავდა არაერთი ნორმატიული აქტი, რომელიც უზრუნველყოფს კონკურენტული ბაზრის ფუქციონირებისათვის სათანადო სამართლებრივი ჩარჩოს შექმნას და ეფექტიან მონიტორინგს, ისევე როგორც მომხმარებელთა უფრო მაღალი დონის დაცვის მექანიზმების არსებობას. ამ პროცესში ციფრული ტექნოლოგიების განვითარება უმნიშვნელოვანესია“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
ევროკავშირის დაფინანსებით, სემეკში მიმდინარე თვინინგ ლაითის პროექტის -„საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მხარდაჭერა დიგიტალიზაციისთვის შესაბამისი გარემოს შექმნისა და დიგიტალიზაციის სტრატეგიის შემუშავების შესახებ“ ღონისძიებაზე სიტყვით წარდგნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე რომეო მიქაუტაძე, იტალიის ელჩი საქართველოში ენრიკო ვალვო, სემეკის წევრი და პროექტის ლიდერი გიორგი ფანგანი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტების განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებელი კატალინ გერმანი, იტალიის ენერგეტიკული მომსახურების სამსახურის (GSE) წარმომადგენლები, ალბერტო ბიანკარდი, პიეტრო ფალკონი.
NS
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი