მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დავით პაპიაშვილი: რა უნდა იცოდეს ბიზნესმა საგადასახადო კოდექსში შესულ ცვლილებებზე?

5f6883f4e6af6
ლიკა გურაბანიძე
21.09.20 15:10
2423

რა უნდა იცოდეს ბიზნესმა საგადასახადო კოდექსში შესულ ცვლილებებზე? - ამ კითხვაა პასუხი აუდიტორული კომპანია “პრესტონ პაპიაშვილის” მმართველმა პარტრნიორმა დავით პაპიაშვილმა “საქმიან დილაში” საუბრისას გასცა.

1) თანამშრომელთა კვებისა და თანამშრომელთა საცხოვრებელით უზრუნველყოფის დაბეგვრის საკითხები - თანამშრომლის ნებისმიერი სარგებელი ხელფასად ითვლება და საშემოსავლო გადასახადით იბეგრება. ბოლო პერიოდში ამასთან დაკავშირებით ბევრი დავა იყო და ბიზნესი ხშირად ჯარიმდებოდა. თანამშრომელთა კვებისა და თანამშრომელთა საცხოვრებლით უზრუნველყოფა დასაბეგრი არ იყო, მაგრამ კანონმდებლობა არ არსებობდა და შემოსავლების სამსახური ბეგრავდა.

საუბარია შემთხვევებზე, როდესაც კვება და საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის არა კომპანის კეთილი ნება, არამედ როდესაც ეს ბიზნესისთვის გადაუდებელი აუცილებლობაა.

არის შემთხვევები, როდესაც ბიზნესი იძულებულია თანამშრომელს დაუქირავოს საცხოვრებელი ან კვებით უზრუნველყოს; ამ შემთხვევაში, კომპანია იძულებულია, კვების ხარჯი გასწიოს. კოდექსში შესული ცვლილებებით, კვება და საცხოვრებლით უზრუნველყოფა ხელფასად აღარ ჩაითვლება და საშემოსავლო გადასახადით აღარ დაიბეგრება.

2) მოგების გადასახადით უსასყიდლო მიწოდებების დაბეგვრა -  ეს დისტრიბუციის და სხვა ბევრი კომპანიისთვის მნიშვნელოვანი იქნება; როგორც ვიცით, უსასყიდლო მიწოდებები 15%-ით იბეგრება, გარდა პრომო აქციებისა და უსასყიდლო მიწოდებებისა, თუმცა კომპანიების რეალობაში ძალიან ბევრი უსასყიდლო მიწოდება იყო, რომელიც 15%-ით მაინც იბეგრებოდა, რადგან ის პრომო აქციების კატეგორიაში ვერ გადიოდა. ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე გვაქვს, რაც კომპანიებს ძალიან წაადგებათ. თუ შპს - შპს-ს უსასყიდლოდ საქონელს ან მომსახურებას მიაწვდის, ეს 15%-ით აღარ დაიბეგრება”, - აღნიშნა დავით პაპიაშვილმა.