27.იანვარი.2016 12:37
ეკონომიკა

დავით საგანელიძე: ბიზნესის განვითარების თვალსაზრისით, რაჭა ერთ-ერთი ურთულესი რეგიონია

დავით საგანელიძე: ბიზნესის განვითარების თვალსაზრისით, რაჭა ერთ-ერთი ურთულესი რეგიონია
საპარტნიორო ფონდმა საკონსულტაციო კომპანია BDO-სთან ერთად რაჭის ტურისტული შესაძლებლობების კვლევა დაასრულა და რეგიონის განვითარების ზოგადი კონცეფცია მოამზადა. რაჭის ტურისტული განვითარების კონცეფცია, სახელმწიფოს მხრიდან კერძო ბიზნესის დახმარებასაც გულისხმობს. როგორც საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, დავით საგანელიძემ გადაცემაში "საქმიანი დილა" განაცხადა, რაჭა ბიზნესის დაწყების კუთხით ერთ-ერთი ყველაზე რთული რეგიონია, რაც მაღალ ხარჯებთანაა დაკავშირებული.
 
"სამწუხაროდ, მაღალი რენტაბელობის ბიზნესის რაჭაში დაწყება საკმაოდ რთულია. რეგიონში სერიოზული ხარჯები არსებობს, ტერიტორიულ სიშორესთან, არც თუ ისე კარგად განვითარებულ ინფრასტრუქტურასთან და პროფესიონალი კადრების ნაკლებობასთან დაკავშირებით. სწორედ ამიტომ სახელმწიფოს როლი დიდია იმისთვის, რომ კერძო სექტორს გარკვეულად დაეხმაროს, შეღავათები დაუწესოს, გარკვეული ფუნქციები და ვალდებულებები აიღოს თავის თავზე.

ქვეყანას ამ რეგიონის განვითარება ნამდვილად უნდა. პირადად მე ოთხი წლის განმავლობაში ამ რეგიონში, ონის რაიონში დეპუტატი ვიყავი. სახელმწიფომ იქ სპეციალური ე.წ. PPP პროექტები უნდა გააკეთოს. რაჭა სახელმწიფოსა და კერძო სექტორის თანამშრომლობის კარგი მაგალითი უნდა იყოს.

მიუხედავად ტურისტული შესაძლებლობებისა და ულამაზესი ბუნებისა ბიზნესის განვითარების თვალსაზრისით, ერთ-ერთი ურთულესი რეგიონია და სწორედ, აქ ძალიან დიდია სახელმწიფოს როლი", - განაცხადა დავით საგანელიძემ.

25.ივნისი.2019 23:16
467

შვედეთის ელჩი უცხოელებს საქართველოში მოგზაურობისაკენ მოუწოდებს

ვრცლად
25.ივნისი.2019 23:04
310

Myway Airlines რუსული სანქციებით დაზარალებულებს ბილეთის საფასურს სრულად დაუბრუნებს

ვრცლად
25.ივნისი.2019 23:00
306

"კონტროლი ქართულ ღვინოზე 3 წელია გამკაცრებულია, ხდება ყველა პარტიის ახლიდან სერტიფიცირება"

ვრცლად
25.ივნისი.2019 22:30
724

„ტურისტული ემბარგოს“ შემდეგ, რუსეთის მხრიდან ხორბლის ბაზრის ჩაკეტვის საშიშროებაც არსებობს“

ვრცლად
25.ივნისი.2019 21:44
316

Galt&Taggart-ის პროგნოზით, წლის მეორე ნახევარში ლარი დოლართან 2.70-2.75-ის ფარგლებში იმერყევებს

ვრცლად
25.ივნისი.2019 20:36
1725

„ისეთ შეცდომას რომ დაუშვებ, რომ რუსეთის პრეზიდენტამდე მივა, ეს შეცდომა კი, არა დანაშაულია“

ვრცლად