მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დავით საგანელიძე: ეკატერინე ტიკარაძის განცხადებაში გარკვეული ხარვეზი იყო

5e5659818ac8c
ინგა მურუსიძე
26.02.20 15:41
1315
„საპარტნიორო ფონდის“ ხელმძღვანელი დავით საგანელიძე აცხადებს, რომ ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებაში გარკვეული ხარვეზი იყო.

საქმე იმაშია, რომ ასე გამოეხმაურა საგანელიძე ტიკარაძის განცხადებას, სადაც მინისტრმა თქვა, რომ „საპარტნიორო ფონდმა“ მის მფლობელობაში არსებული კლინიკებისთვის ვერც ინვესტორის მოძიება შეძლო და ვერც კლინიკების ეფექტიანი მართვა.

„ჩვენ გამოვხატეთ გაკვირვება ამ განცხადებასთან დაკავშირებით, რადგან ქალბატონი მინისტრი საქმის კურსში იყო იმასთან დაკავშირებით, რომ „საპარტნიორო ფონდმა“ მიაღწია ძალიან საინტერესო შეთანხმებას ინვესტორთან სამი წლის წინ. შეთანხმების მიღწევაში ჩართული იყო ჯანდაცვის მინისტრი და სამინისტრო, ხოლო თითქმის ბოლომდე მისული საკითხი შეჩერდა გარკვეული მოსაზრებების გამო. ამის მერე ჩვენ ვიმუშავეთ ამერიკულ კომპანიასთან, რომელთანაც საბოლოო ჯამში გაფორმდა სავარაუდო ხელშეკრულება, რომელიც უნდა გამოგვეტანა აუქციონზე, რადგან თუ უკეთესი წინადადება იქნებოდა, მაშინ სხვა კომპანია გაიმარჯვებდა. შეთანხმება გულისხმობდა იმას, რომ რესპუბლიკურ სავადმყოფოში ბავშვთა ინფექციურის და ონკოლოგიის გადატანა უნდა მომხდარიყო, 50 მლნ დოლარის ინვესტირებით, თუმცა პოლიტიკას განსაზღვრავს ჯანდაცვის სამინისტრო და სამინისტრომ ჩათვალა, რომ ამ ეტაზე უფრო სწორი იქნება განვითარდეს სახელმწიფო კლინიკები და სახელმწიფოს ჰქონდეს უფრო ძლიერი კლინიკები, რომ უფრო მეტად გააკონტროლოს კერძო სექტორი. ეს მათი გადაწყვეტილებაა და შეიძლება სწორი პოზიცია იყოს, თუმცაღა, ამან გამოიწვია იმ ხელშეკრულების შეჩერება, რომელზეც უკვე ბორდის რამდენიმე პირის ხელმოწერაც არსებობდა“, - განაცხადა საგანელიძემ.

„საპარტნიორო ფონდი“ ტიკარაძეს პასუხობს: „გასაკვირია, რომ ეს განცხადება კეთდება“...