„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი, დავით საგანელიძე სომხეთში ვიზიტის ფარგლებში სომხეთის პრეზიდენტს არმენ სარქისიანს შეხვდა. სომხეთის პრეზიდენტის სასახლეში გამართულ შეხვედრაზე, მხარეებმა სომხეთ–საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობების გარმავებაზე, ერთობლივი საინვესტიციო პროექტების პერსპექტივებზე, ამ მიმართულებით ფონდის,
როგორც სახელმწიფო–საფინანსო ინსტიტუტის როლზე ისაუბრეს. ასევე ხაზი გაუსვეს, ერთობლივი წარმატებული პროექტების განხორცილებისთვის, საქართველოს მხრიდან ევროპასთან და ჩინეთთან არსებული თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობების და სომხეთის მხრიდან სამხრეთის მიმართულებით არსებული შესაძლებლობების მნიშვნელობას.
შეხვედრას სომხეთში საქართველოს ელჩი და ანალოგიური საფინანსო ინსტიტუტის,“ სომხეთის ეროვნული ინტერესების ფონდის“ ხელმძღვანელი ესწრებოდნენ.
"ჩვენ მეზობელი ქვეყნები ვართ და ერთმანეთი უნდა გავაძლიეროთ. საქართველო და სომხეთი პატარა ქვეყნები არიან და მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია სინერგიის არსებობა და ურთიერთობების განმტკიცება. ორივე ქვეყანას აქვს დიდი პოტენციალი და ეს შესაძლებლობები ერთობლივი, მასშტაბური ბიზნესპროექტების განსახორციელებლად უნდა გამოვიყენოთ. ასეთი პარტნიორობით ხელს შევუწყობთ საქართველოსა და სომხეთის ეკონომიკურ განვითარებას", –აღნიშნა დავით
საგანელიძემ.
სომხეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი სომხეთის ეკონომიკის მინისტრს ტიგრან ხაჩატურიანსაც შეხვდა.
სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა ოფიციალურ შეხვედრაზე განსაკუთრებით გაუსვა ხაზი სომხეთ–საქართველოს შორის პარტნიორულ ურთიერთობებს და საქართველოს ეკონომიკის განვითარებისთვის „საპარტნიორო ფონდის“ საქმიანობის მნიშვნელობას. ასევე ისაუბრა ორივე ქვეყნისთვის ურიერთგამოცდილებების გაზიარებისა და ერთობლივი საინვესტიციო პროექტების განხორციელების მნიშვნელოვან და სასარგებლო როლზე.
ამასთან, დავით საგანელიძემ ერევანში ოფიციალური ვიზიტისას საქმიანი შეხვედრა გამართა სომხეთში ანალოგიური საფინანსო ინსტიტუტის“ სომხეთის ეროვნული ინტერესების ფონდის“ ხელმძღვანელ დავიდ ფაფაზიანთან და ასევე ადგილობრივი ბიზნეს წრეების წარმომადგენლებთან. მოინახულა რამდენიმე მაშტაბური, სასაწყობე და ლოგისტიკური ცენტრი.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ფუგერაი - ქალაქი, სადაც ბინის ქირა წელიწადში 88 ცენტია
ტრამპი ნატოს დაფინანსებას ამცირებს, დაზოგილ თანხას საქართველოს და უკრაინას მოახმარს - CNN
WhatsApp-ი ახალ ფუნქციას ამატებს
Tesla-მ პირველი კიბერმანქანა წარადგინა - პრეზენტაციაზე ინციდენტი მოხდა
კანადურმა ბიზნესგამოცემამ ვერა ქობალია „Forty under 40“-ის ერთ-ერთ გამარჯვებულად დაასახელა
ბოლო დროის ყველაზე ხანგრძლივი კომერციული ავიარეისი ამ წუთებში სრულდება
მსოფლიოში საუკეთესო ყველი დაასახელეს
გერმანია კადრების მწვავე დეფიციტს განიცდის - რა პროფესიის ადამიანები სჭირდება ქვეყანას?
ბაქო-თბილისი-ბაქოს რეისებს ჩქაროსნული მატარებელი შეასრულებს
"ინდოელი ბილ გეითსი" ქველმოქმედებით ‘’გაღარიბდა’’
თემურ მურღულია ქუთაისის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს ტოვებს
"რუსეთი არ დაიწყებს ომს, თუ საქართველო NATO-ში გაწევრიანდება, მაგრამ...’’- ლავროვი
ტრამპის იმპიჩმენტის დაანონსების შემდეგ, 5 უმდიდრესი ამერიკელის ქონება $6,5 მლრდ-ით შემცირდა
ბარონ ჰილტონმა $4 მილიარდიდან ოჯახს მხოლოდ 3% დაუტოვა
ქვეყნები, სადაც მოქალაქეობას ყველაზე რთულად გასცემენ
არგენტინელებს ბანკებიდან ფული გამოაქვთ
მსოფლიოს ყველაზე ხანგრძლივი ავიარეისების ათეული
აშშ-სა და გერმანიას შორის ურთიერთობა იძაბება- შტატები გერმანიიდან ჯარის გაყვანას გეგმავს
რა არის ინფლუენსერ მარკეტინგი და ვინ არიან ინფლუენსერები?
ავიაკატასტროფას 7 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, მილიარდერი ბიზნესმენი