მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დავით საგანელიძე განმარტავს, რატომ შეწყვიტა საპარტნიორო ფონდმა Fitch-თან თანამშრომლობა

5e67b68e13068
დავით ჯალაღონია
10.03.20 20:20
1174
"საპარტნიორო ფონდის" აღმასრულებელი დირექტორის დავით საგანელიძის განმარტებით, საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Fitch-თან ფონდმა თანამშრომლობა დაგეგმილი რეფორმის გამო შეწყვიტა.

"ჩვენ ახლა Stand by რეჟიმში ვართ და საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციაა, რომ პირველ კვარტალში გაკეთდეს ახალი ხედვა, როგორი უნდა იყოს ფონდის სტრუქტურა და რამდენად უნდა იყოს მასში ასეთი საწარმოები (რკინიგზა, ელლექტროსისტემა და ა.შ) და რა უნდა იყოს მისი საქმიანობის ძირითადი ამოცანები. ჩვენ ეს საბოლოოდ როცა გვექნება, მერე გვჭირდება ეს რეიტინგები. რეიტინგი გჭირდება მაშინ, როცა ესაუბრები სხვა საფინანსო ინსტიტუტებს. დღეს, ამ სიტუაციაში Fitch-ის რეიტინგი აბსოლუტურად უაზრო იქნებოდა, რადგან ვართ რეფორმების სტადიაში.

როცა ხელშეკრულებები გაფორმებულია ენერგოსისტემის გადაცემასთან (მთავრობისთვის) დაკავშირებით, როგორ უნდა შეაფასოს Fitch-მა ჩვენი აქტივი, როცა შეაფასებს დღეს და ერთ კვირაში ის აქტივი ჩვენი აღარ იქნება. ამიტომ ჩვენ მივმართეთ თხოვნით, რომ გადაევადებინათ (შეფასება) ჩვენთვის იმის გამო, რომ ახლა რეფორმების ფაზაში, კვარტალური Stand by რეჟიმში ვართ და როცა ახალი დებულება გვექნება, ახალი აქტივები გამოჩნდება, შემდეგ შეგვაფასონ", - განმარტა საგანელიძემ.

მისი ინფორმაციით, Fitch-ის მომსახურება ფონდს წლიურად დაახლოებით, 70 ათასი აშშ დოლარი უჯდებოდა.

შეგახსენებთ: 2019 წელს Fitch-მა "საპარტნიორო ფონდის" საქმიანობა დადებითად შეაფასა, ფონდის მაჩვენებელი გააუმჯობესა და "BB-"-დან "BB/სტაბილურამდე" გაზარდა.