მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დავით საგანელიძე: იმედი მაქვს, ანაკლიის კონსორციუმი ვალდებულებებს შეასრულებს

5daeca89830a3
ლიკა გურაბანიძე
22.10.19 13:24
791
„იმედი მაქვს, რომ ეს კონსორციუმი ამ ვალდებულებებს შეასრულებს,“ - ამის შესახებ „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ ანაკლიის პორტის პროექტზე საუბრისას განაცხადა.

საგანელიძე დარწმუნებულია, რომ პროექტი განხორციელდება.

„დღესაც მქონდა კონსორციუმის წამრმომადგენლებთან საუბარი, რომ ეს დრო მათთვის საკმარისი იქნება თავისი ვალდებულებების შესასრულებლად და ამავე დროს მთავრობა მაქსიმალურს აკეთებს და გააკეთებს იმისთვის, რომ ეს გრანდიოზული პროექტი განხორციელდეს.

ანაკლიის პორტი არის ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი. დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროექტი განხორციელდება. საპარტნიორო ფონდს თავისი სერიოზული წვლილი აქვს ამ პორტის შექმნის საქმიანობაში. არა მხოლოდ ის, რომ მან ხელშეკრულებით 100 მლნ დოლარი უნდა გასცეს, არამედ ჩვენ დაახლოებით, 60 მლნ უკვე გვაქვს დახარჯული იმ ტერიტორიების გამოსყიდვაზე, რომელიც ამ პორტს სჭირდება. ანაკლიაში იყო მოსახლეობა, იქ იყო სხვადასხვა კომპანიები და ჩვენ გამოვისყიდეთ", - აღნიშნა საგანელიძემ.


შეგახსენებთ, რომ ანაკლიის განვითარების კონსორციუმი კაპიტალის შესავსებად სუბორდინირებული სესხის სახით, 100 მლნ დოლარს საპარტნიორო ფონდისგან მიიღებს, რომლის წყარო სახელმწიფო ბიუჯეტია.

საქართველოს მთავრობამ კონსორციუმს კაპიტალის მოძიებისა და $400 მილიონის მოცულობის სესხებზე წინასწარი თანხმობის მოპოვებისთვის ვადა მიმდინარე წლის 31 დეკემბრამდე მისცა.