მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დავით საგანელიძემ რაჭიდან ჩამოტანილი 4000-მდე უნიკალური ჯიშის ფიჭვის ნერგი თბილისს აჩუქა

5df63f2a1f2bc
BM.GE
16.12.19 09:45
1101
"საპარტნიორო ფონდის" აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ რაჭიდან ჩამოტანილი, საკუთარი ეზოს, 4000-მდე უნიკალური ჯიშის ფიჭვის ნერგი გამწვანების მიზნით, თბილისს ტრადიციულად წელსაც აჩუქა.

ფიჭვის ნერგები ამჯერად თბილისის ზღვაზე, სასტუმრო "ჰუალინგის" მიმდებარე ტერიტორიაზე დაირგა. ხეების დარგვის პროცესში მონაწილეობა ოჯახის წევრებთან ერთად "საპარტნიორო ფონდის" აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ, ფონდის თანამშრომლებმა, "ჰუალინგ ჯგუფის" წარმომადგენლებმა და ადგილობრივმა მოსახლეობამ მიიღო.

შეგახსენებთ, დავით საგანელიძემ 3000–ზე მეტი ფიჭვის ნერგი გასულ წელს ლისის ტბის მახლობლად, "ფრანგული კინო-სკოლის" ფილიალის ტერიტორიასა და თბილისის ზღვაზე, სასტუმრო "ჰუალინგის" მიმდებარე ტერიტორიაზე დარგო. გამწვანებულ ზონას "რაჭის ხეივანი" დაერქვა. ხეების დარგვის პროცესი ეტაპობრივად გაგრძელდება.