მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დავით სერგეენკო: ამ დღეებს ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა ცალსახად მომზადებული დახვდა

5e5cfdb6ae55e
ინგა მურუსიძე
02.03.20 16:41
961
"ამ დღეებს ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა ცალსახად მომზადებული დახვდა", - ამის შესახებ პრემიერის მრჩეველმა ჯანდაცვის საკითხებში დავით სერგეენკომ განაცხადა.

„საქართველო ჩართულია საერთაშორისო ჯანდაცვის წესებში, რომლის ბევრი წესიდან ერთ-ერთი ითვალიწინებს, რომ ქვეყანას ასეთ პანდემიებზე მზადყოფნის გეგმა უნდა ჰქონდეს. ასეთი გეგმა არსებობდა, შეჯერებული იყო საერთაშორისო ექსპერტებთან. მთლიანად პანდემიის ტვირთის აწევა უჭირს ყველა ქვეყანას, თუმცა მე ვფიქრობ, რომ ის რეაგირება, რაც ამ დღეებში არის, სწორია და ცალსახად, სისტემა დახვდა მომზადებული“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.

მისივე თქმით, საკარანტინო სივრცეები შერჩეული არის შეძლებისდაგვარად შერჩეული მაქსიმალური კომფორტისთვის.

„შეიძლება იყოს ცალკეული ხარვეზები, რაზეც ვწუხვარ პიროვნულად, ხოლო რაც შეეხება სამედიცინო დაწესებულებების მზაობას, იმ მოცემულობებისთვის, რაც დღეს არის, ეს მზაობა ცალსახად არის. თუკი სხვა მასშტაბებს შეეხო საქმე, ასეთ შემთხვევებში მიღებულია, რომ არა მხოლოდ - სამედიცინო დაწესებულებებში, არამედ მოეწყოს მცირე სივრცეები პაციენტების მისაღებად, თუმცა საბედნიეროდ, ეს საჭირო არ არის“, - განაცხადა სერგეენკომ.