მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დავით სერგეენკო დასაქმებულის სამუშაო საათების აღწერაზე: უმარტივესი რამ არის...

603b9ae9e6b32
BM.GE
28.02.21 19:30
8495
უმარტივესი რამ არის, რომლის გაცნობიერების შემთხვევაში, ვფიქრობ, არანაირი წინააღმდეგობა არ უნდა იყოს– ასე აფასებს ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი და დღეს პარლამენტის თავმდჯომარის მოადგილე დავით სერგეენკო ახალ რეგულაციას, რომელიც დამსაქმებელს დასაქმებულის შრომის აღრიცხვას ავალდებულებს. ცვლილება ძალაში ხვალიდან, პირველი მარტიდან შედის.

ბიზნესის ნაწილს ახალ რეგულაციასთან დაკავშირებით კითხვები აქვს. ისინი აცხადებენ, რომ გაურკვეველია, რატომ ხდება მისი ამოქმედება პანდემიურ პერიოდში, როცა თანამშრომლების დიდი ნაწილი დისტანციაზეა, მეორე მხრივ კი, ახალი ვალდებულება მათთვის ახალი ფინანსური წნეხია.

დავით სერგეენკო ამბობს, რომ ბიზნესი რეგულაციებს ყოველთვის მძიმედ იღებს, ამიტომ აუცილებელია წინასწარი კომუნიკაცია მათთან, თუმცა, მისივე თქმით, თუ კერძო სექტორს დავეკითხებით, ახალი ვალდებულებების შემოღებისთვის “საუკეთესო დრო” არასოდეს არის.

“სიტყვა "რეგულაციის" მოსმენა კერძო სექტორისთვის ყოველთვის მძიმეა და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს წინასწარ კომუნიკაციას, რომ ისინი იყვნენ გარკვეული და მათთვის გარემო იყოს განჭვრეტადი.

შეიძლება კერძო ბიზნესმა ჩათვალოს, რომ ახლა ამ რეგულაციისთვის საუკეთესო დრო არ არის, მაგრამ ბიზნესს რომ ჰკითხო, რეგულაციისთვის საუკეთესო დრო არასოდეს არ არის.

ამ გადაწყვეტილებით საქართველო არ დგამს რაღაც უპრეცენდენტო ნაბიჯს, რაც არსად მომხდარა და საქართველო არის პირველი; ან სადმე მოხდა და ფიასკოთი დასრულდა...ეს არის უელემენტარულესი რამ, რასაც არ სჭირდება ცალკე თანამშრომელი, არ სჭირდება ნიუტონის ბინომების გამოგონება და დანერგვა. უმარტივესი რამ არის, რომლის გაცნობიერების შემთხვევაში, ვფიქრობ, არანაირი წინააღმდეგობა არ უნდა იყოს”,– აცხადებს დავით სერგეენკო.

მისი თქმით, სამუშაო საათების აღრიცხვა საჭიროა იმისთვის, რომ დაითვალონ, იმუშავა თუ არა დასაქმებულმა ზეგანაკვეთურად.