მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დავით სერგეენკო PABSEC-ის ვიცეპრეზიდენტად აირჩიეს

60d219b9f2561
BM.GE
22.06.21 21:10
579

საქართველოს პარლამენტის ვიცესპიკერი, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეაში, საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი დავით სერგეენკო 2 წლის ვადით ერთხმად აირჩიეს PABSEC-ის ვიცე-პრეზიდენტად.

შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) რიგით 57-ე სესია ვიდეო-კონფერენციის ფორმატში გაიმართა.

პლენარული სესიის განხილვის მთავარ თემას წარმოადგენდა: „პარლამენტის როლი ტრეფიკინგთან ბრძოლის მიმართულებით, პოლიტიკური და სამართლებრივი ასპექტები“.

დავით სერგეენკომ გენერალური ასამბლეის დელეგატებს საქართველოდან ონლაინ პლატფორმის საშუალებით სიტყვით მიმართა და ჩვენ ქვეყანაში ტრეფიკინგთან ბრძოლის მიმართულებით არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე ისაუბრა. მან ხაზი გაუსვა იმ კონკრეტულ ნაბიჯებს, რომლებიც ბოლო წლებში ზემოაღნიშნულ გამოწვევასთან დაკავშირებით საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ იქნა გადადგმული.

აღნიშნულს საკითხზე ასამბლეამ მიიღო შესაბამისი მოხსენებები და რეკომენდაციები.