მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დავით სონღულაშვილი - ეროვნული ბანკის ფისკალური პოლიტიკით გაღარიბებისკენ მიდის საზოგადოება

5ddfebbc58241
შოთა ტყეშელაშვილი
28.11.19 20:46
2845
“ფაქტობრივად ეროვნული ბანკის მიერ გატარებული ფისკალური პოლიტიკით გაღარიბებისკენ მიდის საზოგადოება და ეს კითხვები, რა თქმა უნდა, მათ მიემართებათ,”- ეს განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ფინანსთა მინისტრის მოსმენისას "ქართული ოცნების" დეპუტატმა დავით სონღულაშვილმა გააკეთა.

იმის მიუხედავად, რომ დეპუტატი საქართველოს ეროვნულ ბანკს აკრიტიკებდა, მან ტერმინი - "ფისკალური პოლიტიკა" შეცდომით მოიხსენია, რადგანაც ფისკალურ პოლიტიკაზე პასუხისმგებელი არა სებ-ი, არამედ მთავრობა და ფინანსთა სამინისტროა. თავად ფისკალური პოლიტიკა კი მთავრობის მიერ გადასახადების აკრეფისა და ხარჯვის სფეროში მიღებულ გადაწყვეტილებებს აღნიშნავს. 

“რაც შეეხება თვითონ ლარის კურსს, მე აუცილებლად ეროვნულ ბანკთან მექნება ჩემი კითხვები, როდესაც ისინი მობრძანდებიან დეკემბერში, რომ ფაქტობრივად მათ მიერ გატარებული ფისკალური პოლიტიკით გაღარიბებისკენ მიდის საზოგადოება და ეს კითხვები, რა თქმა უნდა, მათთან არის და არა თქვენთან [მიმართავს ფინანსთა მინისტრს] ამ მოცემულობაში. დიდი მადლობა ამ შემოთავაზებისთვის და რაც ახლა ავხსენი და გითხარით აუცილებლად ვიმსჯელოთ ამ საკითხზე,”- განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

ფინანსთა მინისტრს სონღულაშვილმა ლარიზაციის პოლიტიკის შესახებაც დაუსვა კითხვა და თქვა, რომ სახელმწიფო ლარის დეპოზიტების წახალისებაზე უნდა ზრუნავდეს:

“იქნებ ჯობდეს, რომ ლარის დეპოზიტი წავახალისოთ? რითიც შესაძლებლობა მიეცემათ ბანკებს, რომ გრძელვადიანი ლარი გაუჩნდეთ და მათ ლარი არ უნდა წამოიღონ ეროვნული ბანკისგან, ეროვნულ ბანკს არ უნდა მოუწიოს ფულის ბეჭდვა და ამით კიდევ ჭარბი ლარის მიწოდება არ უნდა გაჩნდეს ბაზარზე და შესაბამისად, ეს არ აისახოს კურსზე. ალბათ შეიძლება ამ მიმართულებაზე თუ ვიმსჯელებთ, ამ მიმართულებით რომ წავიდეთ, ეს ყველაზე სწორი იქნება,”- ამბობს დავით სონღულაშვილი.