მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დავით სონღულაშვილი დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა

602122ea1f816
ინგა მურუსიძე
08.02.21 20:10
511
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტს ივა ჭყონიას და ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა სადისტრიბუციო ბიზნესში არსებული გამოწვევები და აქტუალური საკითხები განიხილეს. ამ კონტექსტში, ხაზი გაესვა სავაჭრო ქსელებსა და დისტრიბუტორებს შორის არსებული პრობლემების გადაჭრის მნიშვნელობასა და ურთიერთობების დარეგულირებას.

კომიტეტის თავმჯდომარემ შეხვედრისას აღნიშნა, რომ მსგავსი ტიპის სამუშაო შეხვედრები რეგულარული ხასიათის იქნება და აღნიშნულ პროცესში ჩართულ მხარეებთან კომიტეტს აქტიური კომუნიკაცია ექნება.