„საქართველოში განახლებადი ენერგიის განვითარების პრობლემები“ - ასე ჰქვია დოკუმენტს, რომელიც საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა თემატური მოკვლევის ფარგლებში მოამზადა. მოკვლევის მიზანს წარმოადგენდა საქართველოში განახლებადი ენერგიის განვითარებასთან დაკავშირებული ვითარებისა და არსებული გამოწვევების (პრობლემების) შესწავლა, ასევე, მის საფუძველზე რეკომენდაციების მომზადება და ანგარიშის წარდგენა. პროცესი საკმაოდ ინკლუზიური იყო – ამ დარგის პრაქტიკულად ყველა ე.წ. სტეიკჰოლდერი იყო მასში ჩართული – იქნება ეს ექსპერტები, ენერგეტიკოსები, ბიზნესი თუ საჯარო უწყებები.
„საქართველოში განახლებადი ენერგიის განვითარების პრობლემები“ იყო ერთ-ერთი მთავარი თემა დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილთან ინტერვიუში, რომელიც BM.ge-ის რედაქტორებმა ელენე კვანჭილაშვილმა და თელარა გელანტიამ "რედაქტ2"-ის ფორმატში ჩაწერეს.
მოკვლევის ანგარიშის მიხედვით, ექსპერტებმა ხაზი გაუსვეს გრძელვადიანი პოლიტიკური ხედვის განსაზღვრის აუცილებლობას – ისინი ამბობენ, რომ სრულყოფილი ენერგეტიკული პოლიტიკა დღეს ქვეყანაში არ არსებობს და რაც არსებობს დოკუმენტის სახით, ისიც არ არის სრულყოფილი, რადგან არ მოიცავს სტრატეგიას და სამოქმედო გეგმას და ამდენად, საჭიროებს განახლებას.
ამ აზრს იზიარებს დავით სონღულაშვილიც, რომლის თქმითაც, ენერგეტიკის პოლიტიკის დოკუმენტი მოძველებულია და მას აუცილებლად სჭირდება განახლება. დეპუტატის ინფორმაციითვე, ამჟამად განახლებული დოკუმენტის მიღების პროცესი მიმდინარეობს.
დავით სონღულაშვილმა ინტერვიუში არაერთხელ აღნიშნა, რომ დღეს, ქვეყნის განახლებადი ენერგიების რესურსები გამოუყენებელია.
„ამიტომ დავიწყეთ საკომიტეტო მოკვლევა, რომელშიც ვეძებდით, რა გამოწვევები დგას და როგორ შეიძლება მაქსიმალურად წავახალისოთ განახლებადი ენერგიების განვითარება. ნომერ პირველი - უნდა შევთანხმდეთ რა არის განახლებადი ენერგიები; უნდა გვესმოდეს, რომ მზის და ქარის გარდა, ჰიდრო არის საბაზისო და ქარის და მზის ენერგია არ არის ჰიდრორესურსების შემცვლელი - ესაა დანამატი ჰიდრორესურსების.
ქვეყნის დამოუკიდებლობის ხაზი გადის ენერგოდამოუკიდებლობაზე. ეს მინდა თითოეულ მოქალაქემდე იყოს მიტანილი და აღქმული“, - ამბობს კომიტეტის თავმჯდომარე.
გარდა ამისა, ის გამოწვევებს შორის ასახელებს მოსახლეობის მხრიდან ნდობის ნაკლებობას და ინფორმირებულობის დაბალ დონეს.
„განახლებადი ენერგიის პროექტების ნაწილი შეჩერებულია სოციალური პროტესტის საფუძველზე. რამდენიმე მაგალითიც იყო მოყვანილი – რომ მაგალითად, ადგილობრივი მოსახლეობა არ არის მომხრე, რომ მათ სიახლოვეს განხორციელდეს ენერგეტიკული პროექტები. მაგალითად, აშენდეს ელექტროენერგიის გადამცემი ხაზები. მოკვლევის ჯგუფი ასკვნის, რომ ეს, დიდწილად, განპირობებულია სოციუმის ინფორმირებულობის დაბალი დონით“, - წერია შემაჯამებელ დოკუმენტშიც.
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი