დღეს, 12:00 საათზე, „Sheraton Grand Tbilisi Metechi Palace“-ის დარბაზში „უშბა“ საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის 2021 წლისა და 2022 წლის 6 თვის საქმიანობის ანგარიშის წარდგენა გაიმართება.
როგორც bm.ge-ს პარლამენტიდან აცნობეს, ღონისძიების ფარგლებში, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი კომიტეტის საქმიანობის შესახებ ისაუბრებს, რომელიც საანგარიშო პერიოდში არსებული გამოწვევებისა და საჭიროებებზე საპასუხო/წინმსწრები საკანონმდებლო უზრუნველყოფის ჩამოყალიბებაზე, რეფორმების ინიცირებასა და მხარდაჭერაზე, პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავებაზე იყო ორიენტირებული.
"საანგარიშო პერიოდი დატვირთული იყო საზედამხედველო სფეროში შემავალი უწყების ანგარიშების განხილვით (27 ანგარიში), თემატური მოკვლევებით (7 მოკვლევა), საკანონმდებლო ინიციატივებითა (14 ინიციატივა) და მნიშვნელოვანი კანონპროექტების (250 კანონპროექტი) მიღებით.
პრეზენტაციაზე აუდიტორიას სიტყვით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და NDI საქართველოს ოფისის დირექტორი ალან გილამი მიმართავენ. ღონისძიება ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით და დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK აიდ-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი