07.აპრილი .2020 16:10

დავით ზალკალიანი-უაღრესად პოზიტიური შეფასებები გვაქვს ევროპელი პარტნიორების მხრიდან

დავით ზალკალიანი-უაღრესად პოზიტიური შეფასებები გვაქვს ევროპელი პარტნიორების მხრიდან
views 418
უკან

პრემიერ-მინისტრის ვიდეოკონფერენცია ევროკომისართან სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, იყო ძალიან შინაარსიანი და საინტერესო; იმ დროს, როდესაც მთელი მსოფლიო, ევროკავშირი, საქართველო ებრძვის COVID 19-ს, ძალიან მნიშვნელოვანია კოორდინირებული საქმიანობა, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ევროკომისარ ოლივერ ვარჰელის ვიდეოკონფერენციის შემდეგ განაცხადა.

ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

მინისტრის თქმით, ვიდეოკონფერენციაზე ასევე, საუბარი იყო საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის სხვა ძირითად მიმართულებებზეც.

„ჩვენ განსაკუთრებული მადლიერება გამოვხატეთ ევროკავშირის მიმართ იმ ფინანსური დახმარებისთვის, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ გაცხადდა. საუბარი იყო ასევე, იმ შესაძლებლობებზე, რომელიც არსებობს, რომ ეს დახმარება კიდევ უფრო გაფართოვდეს და უფრო ეფექტურად ვებრძოლოთ COVID 19-ს. პრემიერ-მინისტრმა დეტალურად აცნობა ევროკომისიის წარმომადგენლებს საქართველოს მთავრობის ძალისხმევა COVID 19-თან ბრძოლის ფარგლებში.

უაღრესად პოზიტიური შეფასებები გვაქვს ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს თანამშრომლობა, კოორდინირებული იყოს, რადგანაც პანდემიასთან გამკლავება მხოლოდ ერთიანი ძალისხმევით იქნება შესაძლებელი. ბუნებრივია, საუბარი შეეხო საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის სხვა ძირითად მიმართულებებს. საუბარი იყო ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ სიტუაციაზე. მოგეხსნებათ, რომ ევროკავშირი ერთ-ერთი მთავარი აქტორია ჟენევის მოლაპარაკების პროცესში. ეს კრიზისული სიტუაციაც უნდა იყოს გამოყენებული, როგორც შესაძლებლობა და საქართველომ არაერთხელ გამოხატა მზაობა იმისთვის, რომ სწორედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ჩვენს თანამოქალაქეებს შევთავაზოთ ის სიკეთეები, რომელსაც ჩვენ ვიღებთ ევროკავშირისგან დახმარების სახით თუ სხვადასხვა პროგრამების მათთვის გაზიარების კუთხით. ამ თვალსაზრისითაც ვიდეოკონფერენცია ძალიან სასარგებლო იყო“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა