ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის პროგრამისთვის 2020-2024 წლებში 2,5 მილიონი ლარი დაიხარჯება, 4 წელიწადში 1 200 ჰა ფართობზე არსებული ჩაის პლანტაციების რეაბილიტირება მოხდება - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო პროგრამის თემატურ პრეზენტაციაზე, სოფლის მეურნეობის განვითარების გეგმაზე საუბრისას განაცხადა.
როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის პროექტი 2016 წელს დაიწყო და შედეგები შთამბეჭდავია.
„ტრადიციულად, ჩვენთვის ერთ-ერთი გამორჩეული დარგი იყო ჩაის მიმართულება, განსაკუთრებით - დასავლეთ საქართველოში. ჩვენ დავიწყეთ ჩაის არსებული პლანტაციების რეაბილიტაცია. შედეგები შთამბეჭდავია, მომავალ 4 წელიწადში, ჩვენ გავაგრძელებთ მილიონობით ლარის ინვესტიციას და 1200-ზე მეტ ჰექტარზე ახალი პლანდაციების რეაბილიტაციას მოვახდენთ“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
თავის გამოსვლაში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ხაზი გაუსვა აგრარული სექტორის განვითარებისთვის იმ ღონისძიებების მნიშვნელობას, რომლებსაც სახელმწიფო სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიის და მცენარეთა დაცვის მიმართულებით აკეთებს.
„ძალიან მნიშვნელოვანია სურსათის უვნებლობა, ვეტერინარიის და მცენარეთა დაცვის მიმართულების განვითარება, რასაც ჩვენ განსაკუთრებული აქტუალობით ვაკეთებთ ბოლო წლების განმავლობაში და თქვენ ყველა ხედავთ რამდენი საქმეა ამ მიმართულებით გაკეთებული.
ჩვენ გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევა საკრანტინო მავნებელთან ბრძოლის კუთხით, საქართველომ დაამარცხა აზიური ფაროსანა, რომელიც სოფლის მეურნეობისა და მემცენარეობის მიმართულებით, ბევრ ქვეყანაში ჯერ კიდევ დაუძლეველი გამოწვევაა. ჩვენ გავაგრძელებთ მცენარეთა მავნებლებთან ორგანიზებულ ბრძოლას და ფიტოსანიტარული შესაძლებლობების განვითარებას.
ასევე გვექნება მნიშვნელოვანი ღონისძიებები სურსათის უვნებლობის მიმართულებით, რაც მრავალი ათასი ნიმუშის კვლევას და სურსათის სანდოობის გაზრდაზე იქნება მიმართული, რაც ადგილობრივი ბაზრისთვის და საექსპორტო პოტენციალის გამოყენებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
ამავდროულად გაგრძელდება მნიშვნელოვანი აქტივობები ვეტერინარული მიმართულებით - ეს არის უფასო ვაქცინაცია, იმისთვის რომ ვეტერინარული ფონი ქვეყანაში იყოს უფრო მეტად საიმედო,რათა მესაქონლეობის მიმართულებით გადავდგათ ნაბიჯები, გავაკეთოთ ინვესტიციები, მეტი პროდუქცია ვაწარმოოთ და ეს პროდუქტი როგორც ადგილობრივ, ისე საექსპორტო ბაზრებზე იყოს მისაღები“- განაცხადა მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
თუ გაუარესდება ვითარება, იძულებული გავხდებით შეზღუდვები დავაბრუნოთ - პრემიერი
ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ნევროლოგმა საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახი 2 მაცივარი აჩუქა
შესაძლოა, ჭურჭელზე, ავეჯსა და ფეხსაცმელზე სახელმწიფო კონტროლი დაწესდეს - პეტიცია პარლამენტშია
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის გახსნაა" - "სილქნეტი" 2020 წელს აფასებს
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?