მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დავითაშვილი: დასაქმებულთა რაოდენობა ისტორიულ მაქსიმუმზეა, უმუშევრობა - ისტორიულ მინიმუმზე

6388b6ac9eb77
მარიამ დემეტრაშვილი
01.12.22 18:16
843
„ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ფიქსირდება. მაღალი ეკონომიკური ზრდის განსაკუთრებული მნიშვნელობა ისაა, რომ ჩვენ მეტი ადამიანი დავასაქმოთ და მოქალაქეების ოჯახებში მეტი კეთილდღეობა შეიქმნას“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

ვიცე-პრემიერი ამბობს, რომ ეკონომიკური ზრდა ასახულია დასაქმების მაჩვენებელშიც და „საქსტატის“ მონაცემებზე ამახვილებს ყურადღებას.

„რა თქმა უნდა, ეკონომიკური ზრდა ასახულია დასაქმებაშიც და „საქსტატის“ მონაცემების მიხედვით, 2022 წლის მესამე კვარტლის მონაცემებით, შარშანდელი წლის ბოლო კვარტალთან შედარებით, დასაქმებულთა რაოდენობა 114,000 ადამიანით არის გაზრდილი. დასაქმებულთა რაოდენობა ისტორიულ მაქსიმუმზეა, ხოლო უმუშევრობის დონეც ისტორიულ მინიმუმზეა დასული. ჩვენ დარწმუნებული ვართ, თუ შევინარჩუნებთ სწრაფ ეკონომიკურ ზრდას, კიდევ უფრო შემცირდება უმუშევრობა და გაიზრდება დასაქმება ქვეყანაში,“ - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

„საქსტატის“ ცნობით, საქართველოში დასაქმება გაზრდილია ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორში, მათ შორის, მნიშნელოვანი ზრდა ფიქსირდება მშენებლობის, ვაჭრობის და ტურიზმთან დაკავშირებულ საქმიანობებში. აღსანიშნავია, რომ უმუშევრობის დონე 15.6%-ს შეადგენს და ისტორიულ მინიმუმზეა, ხოლო წინა წლის ბოლოსთან - მეოთხე კვარტალთან შედარებით 3.4 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული.

ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.