საქართველოს ეკონომიკის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, მომდევნო წლების განმავლობაში არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან ინვესტიციები ქვეყნის ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში ჩაიდება, მათ შორის საპორტო ინფრასტრუქტურაში. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, 2022 წელს არაბული ინვესტიციების მოცულობა გაიზარდა, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებთან შესათანხმებელი ყოვლისმომცველი ეკონომიკური თანამშრომლობის დოკუმენტი კი რომელიც დღეს გაფორმდება ეკონომიკურ კავშირებს კიდევ უფრო გააღრმავებს.
„ბოლო წლებში არაბეთის გაერთიანებულ საამიროებთან ეკონომიკური ურთიერთობები დინამიურად ვითარდება. განსაკუთრებით წარმატებული იყო 2022 წელი, რა დროსაც ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა 400 მლნ დოლარს აღემატებოდა და 2021 წელთან შედარებით ის გაორმაგებული იყო. 2023 წელი კიდევ უფრო ინტენსიური იქნება. ასე რომ, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ ქვეყანასთან ტურიზმის მიმართულებით თანამშრომლობა, საინვესტიციო მიმართულებით... 2003 წლიდან დღემდე 1 მილიარდ 100 მლნ დოლარის ინვესტიციაა არაბეთის გაერთიანებული საამიროებიდან შემოსული სქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში - სასტუმრო ინდუსტრია, ტრანსპორტი, ლოგისტიკა, კვების მრეწველობა, სოფლის მეურნეობა და სხვა.
დარწმუნებული ვარ, შემდეგი წლების განმავლობაში კიდევ უფრო მეტ ინვესტიციას ვიხილავთ არაბეთის გაერთიანებული საამიროებიდან. ამას ხელს შეუწყობს არაბეთის გაერთიანებული საამიროებთან დადებული სტრატეგიული მნიშვნელობის შეთანხმება, ასევე ორი ქვეყნის ლიდერის მჭიდრო და ახლო კავშირი. უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო თვეების განმავლობაში ორჯერ განხორციელდა უმაღლესი დონის ვიზიტი საქართველოდან და დადასტურებულია მიმდინარე წელს არაბეთის გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში, რაც დამატებით სტიმულს მისცემს ბიზნესს, რომ ეკონომიკური კავშირები გავაღრმავოთ.
იმედი მაქვს, საამიროებიდან ინვესტიციას უძრავი ქონების ტრანსპორტის, საპორტო ინფრასტრუქტურის და წარმოების სხვადასხვა მიმართულებაში ვიხილავთ“, - განაცხადა მინისტრმა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი