მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დავითაშვილი: მარცვლეული და ბოსტნეული კულტურების წარმოებაში მნიშვნელოვანი გარღვევა გვექნება

60799baf781b0
ინგა მურუსიძე
16.04.21 20:42
509
გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილის განცხადებით, 2020 წელს მნიშვნელოვანი ზრდა იყო მარცვლეულ კულტურებში, რაც რამდენიმე ფაქტორთან არის პირდაპირ კავშირში, მათ შორისაა მხარდამჭერი ღონისძიებები.

„ჩვენ გავაგრძელებთ მხარდამჭერ ღონისძიებებს იმისათვის, რომ უფრო მდგრადი იყოს ჩვენი წარმოება და, პერსპექტივაში, მეტი იყოს როგორც მარცვლეული, ისე ბოსტნეული კულტურები არა ექსტენციურად ფართობების ზრდის, არამედ, ინტენსიურად მწარმოებლების ზრდის ხარჯზე. ეს ტენდენცია უკვე ჩანს, რაც გამოწვეული შესაძლებლობების ზრდით.

რამდენიმე წელიწადში, შემნახველი და საშრობი ინფრასტრუქტურის პირობებში, სრული სათესლე მასალის გამოყენების შემთხვევაში, ჩვენ მნიშვნელოვანი გარღვევა გვექნება“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ცნობისთვის, დღეს საქსტატმა 2020 წლის წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა, რომელიც სოფლის მეურნეობის დარგში დადებით ტენდენციებს ასახავს.