14.ნოემბერი .2019 09:45

„დავივიწყეთ ასობით ექსელის ფაილი. სასურველ ინფორმაციას რამდენიმე წუთში ვიღებთ“

views 2544
უკან

„ბიბლუსი“ თავის სეგმენტში ლიდერი კომპანიაა, რომელიც ქართულ ბაზარზე 11 წლის წინ გამოჩნდა.

მომხმარებელზე ორიენტირებულმა სერვისმა, წიგნების ფართო ასორტიმენტმა და სწორმა მენეჯმენტმა კომპანიას საშუალება მისცა, რომ ქვეყნის მასშტაბით უკვე 65 მაღაზია ჰქონდეს და კვლავ ზრდაზე იყოს ორიენტირებული. 2018 წლიდან კომპანია სათამაშოების ბაზარზე შევიდა და დღეს უკვე ფლობს წამყვან სათამაშოების მაღაზიების ქსელებს “პეპელა“ და “XS სათამაშოები“.

დროთა განმავლობაში აშკარა გახდა, რომ კომპანიას, მართვისა და ავტომატიზაციის ცენტრალიზებული სისტემის გარეშე, უჭირდა ეფექტიანი გადაწყვეტილებების მიღება.

ERP სისტემის პროვაიდერის ძიებისას პრინციპში ბევრიც არ გვიფიქრია. BDO არის კომპანია, რომელსაც პროგრამული უზრუნველყოფის მიმართულებით ძალიან დიდი გამოცდილება აქვს, სოფტების ცოდნასთან ერთად აქვს ბიზნესის ცოდნაც და საერთაშორისო სტანდარტებით აკეთებს თავის საქმეს“, - ამბობს „ბიბლუსის“ გენერალური დირექტორის მოადგილე რომან ანთაძე.

1C ERP-ის საშუალებით ერთ ცენტრალიზებულ სისტემაში ხდება რამდენიმე კომპანიის პროცესების ავტომატიზებული მართვა. პროგრამა კომპანიას საშუალებას აძლევს მიიღოს რეპორტები აგრეგირებულად და ასევე კონკრეტული კომპანიის ჭრილში.

„დავივიწყეთ ასობით ექსელის ფაილი. სასურველ ინფორმაციას რამდენიმე წუთში ვიღებთ“, - ამბობს რომან ანთაძე.

„ბიბლუსს“ საკმაოდ რთული და სპეციფიური მომარაგების პროცესი აქვს. 1C ERP-ის საშუალებით, მიწოდების კომპლექსური ჯაჭვი, რომელიც მოიცავს როგორც ჯგუფში შემავალ კომპანიებს, ასევე გარე მომმარაგებლებს, სრულად ავტომატიზებულია. ავტომატურად ხდება შეკვეთების დაგზავნა და შემდეგ ანგარიშსწორება. სტამბა, დისტრიბუცია და მაღაზიები პროგრამაშივე ურთიერთობენ.

1C ERP-ში „ბიბლუსს“ აქვს ზუსტად მასზე მორგებული ლოიალობის სისტემა და მარტივად ქმნის სხვადასხვა ტიპის ფასდაკლებების სქემებს. კომპანიას შეუძლია მომხმარებლების სეგმენტაცია და მორგებული შეთავაზებების შექმნა, რაც ძალიან ეფექტურია გაყიდვების სტიმულირებისთვის.

„მუდმივად ვიზრდებით და ვვითარდებით და ამ პროცესში BDO ძალიან გვეიმედება. გახსნილები არიან ნებისმიერი იდეისთვის სოფტის განვითარების კუთხით. ERP სისტემასთან მუშაობისას, გამორიცხულია რომ პროვაიდერთან ერთჯერადი ურთიერთობით შემოიფარგლო. როდესაც ახალ თემას ვამატებთ ან რამე საკითხში გვჭირდება დახმარება, BDO-სგან ვიღებთ არამხოლოდ უბრალოდ კვალიფიციურ მომსახურებას, არამედ ვგრძნობთ, რომ ეს გუნდი ჩვენი ბიზნეს პარტნიორია“, - ამბობს რომან ანთაძე.
NS