მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დავიწყეთ კლინიკების განმეორებითი მობილიზება - ტიკარაძე

6086c54b2d846
ინგა მურუსიძე
26.04.21 18:00
599
მესამე ტალღას სექტორი სრულიად მომზადებული დახვდება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. მისი თქმით, კლინიკების განმეორებითი მობილიზაცია გამოცხადდა.

„ჯანდაცვის სამინისტროში დღესაც გაიმართა შეხვედრა კლინიკებთან, სადაც დავიწყეთ განმეორებითი მობილიზაცია. ჩვენ დავაგროვეთ გამოცდილება მეორე ტალღის დროს და მივყვებით იმ სურათს, რითაც სექტორი მესამე ტალღას სრულიად მომზადებული დახვდება. მერწმუნეთ, არასასურველი წარმოსადგენია, რომ იგივე გავიაროთ, რაც უკვე გავიარეთ მეორე ტალღის დროს“, - განაცხადა ტიკარაძემ „იმედის“ ეთერში.

მინისტრის თქმით, აუცილებელია იმ რეკომენდაციების დაცვა, რაც ქვეყანაშია დაწესებული.

ინფორმაციისთვის, დღეს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ 10 მაისამდე 6 000 საწოლის მობილიზება მოხდება.

„ინფექციის გარკვეულწილად მატებასთან ერთად, რა თქმა უნდა, იზრდება მობილიზაციის ხარისხი ჯანდაცვის სექტორში. დღეის მდგომარეობით, 3 700-მდე პაციენტი რჩება ჰოსპიტლებში, დამატებითი კლინიკების მობილიზებაზე მუშაობა მიდის, გეგმა გვაქვს - 10 მაისამდე 6 000 საწოლის მობილიზება. დღევანდელი მდგომარეობით აქტიური შემთხვევა სულ 14 000-ია. გასული მეორე ტალღის პერიოდში, როცა აქტიური შემთხვევები იყო, 31 000 იყო მაქსიმუმი, პიკური მაჩვენებელი, ამ პერიოდში საწოლფონდის დატვირთვა შეადგენდა 6 700 პაციენტს. აქედან გამომდინარე, მაქსიმალური დატვირთის პირობებში დაახლოებით, 7 500 საწოლის მობილიზება სჭირდება ჰოსპიტალურ სექტორს, თუმცა, დღევანდელ მდგომარეობაში, ის საწოლფონდი, რაც გვაქვს, სრულად საკმარისია“, - განაცხადა გაბუნიამ.