მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დავიწყეთ მუშაობა სოციალურ კოდექსზე, რომელიც ერთ-ერთი მასშტაბური რეფორმაა - ტიკარაძე

61c817d9db0df
თელარა გელანტია
26.12.21 11:18
593
„დავიწყეთ მუშაობა სოციალურ კოდექსზე, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ფუნდამენტური და მასშტაბური რეფორმაა არა მხოლოდ დამოუკიდებელი, არამედ ზოგადად, საქართველოს ისტორიაში განხორციელდება“, - ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის სამინისტროს საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა.

ეკატერინე ტიკარაძის თქმითვე, ამ რეფორმას მსგავს შეფასებას აძლევენ საერთაშორისო პარტნიორებიც.

„ამ მიმართულებით არის სწრაფი პროგრესი, რაც ძალიან მიხარია და ეს გამოწვეულია არა მხოლოდ სამინისტროს გუნდის აქტიური ჩართულობით, არამედ პარლამენტიც აქტიურადაა ჩართული და ჩვენი პარტნიორი ქვეყნებიც არიან დაინტერესებულნი, რომ საქართველომ საკადრისი პასუხი გასცეს იმ გამოწვევებს, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია როგორც სიღარიბის, ისე უმეშევრობის და ჯანდაცვის მიმართულებით“, - თქვა მინისტრმა და დასძინა, რომ სოციალური კოდექსი გულისხმობს სამსვენტიანი სისტემის არსებობას.