პარტია „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე საერთო-სახალხო მშვიდობიანი დაუმორჩილებლობის დაწყების ინიციატივით გამოდის.
პოლიტიკოსის განცხადებას bm.ge უცვლელად გთავაზობთ:
"ჩვენი შვილების გულწრფელ ბრძოლას ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვს არავინ არ უნდა უყუროს გულხელდაკრეფილმა! დღეს ამ ბრძოლის წაგება იქნება ჩვენი ქვეყნის ეროვნული მარცხი და ათწლეულებით უკან გადაგდება!
ეს არის საბჭოთა კავშირში და ოკუპანტის წიაღში სრული დაბრუნება.
ეს ბრძოლა არის საერთო-სახალხო და ეროვნული, რადგან ეს ეხება ჩვენი
ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და მომავალს!
„ქართული ოცნება“ ცდილობს პასუხისმგებლობა ნებისმიერ მის მიერ მოწყობილ, ან პროვოცირებულ არეულობაზე დააკისროს მშვიდობიან დემონსტრანტებს, ახალგაზრდებს, ჩვენს შვილებს.
ამიტომ მოგიწოდებთ, დავიწყოთ საერთო- სახალხო მშვიდობიანი დაუმორჩილებლობა მთელი ქვეყნის მასშტაბით, ყველა სოფელში, ქალაქში გამოვაცხადოთ ბოიკოტი, უმაღლეს სასწავლებლებში, საჯარო სამსახურებში, ყველგან გარდა იმ უწყებებისა, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მოქალაქეებისთვის.
მხოლოდ ასეთი ერთობა და სულისკვეთება მიგვიყვანს საერთო ეროვნულ გამარჯვებამდე!
მოთხოვნა ერთია, „ქართულმა ოცნებამ“ გამოიტანოს მიღებული კანონი უკან!
ეს ბრძოლა არაა მხოლოდ ჩვენი შვილების, ეს არის გადამწყვეტი ბრძოლა საქართველოსთვის!".
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი