30.იანვარი .2020 21:15

დაწესებულებები, რომლებიც 2035 წლამდე შშმ პირებზე ადაპტირებული უნდა გახდეს

views 317
უკან

2035 წლამდე საქართველოში არსებული ყველა საჯარო დაწესებულება შშმ პირებზე ადაპტირებული უნდა გახდეს.

როგორც მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ იუსტიციის მინიტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, კანონი შეეხება კერძო სექტორსაც, სადაც ამა თუ იმ სახის მომსახურება გაიცემა.

”2014 წელს მთავრობამ ვალდებულება შემოიტანა რომ ახალი შენობა უნდა ყოფილიყო შშმ პირებზე ადაპტირებული და აქ პრობლემა აღმოვფხვერით რამდენიმე წლის წინ, მაგრამ პრობლემად რჩება ძველი შენობები და კანონის პროექტი ამბობს, რომ 2020-2035 წლამდე ყველა საჯარო დაწასებულება უნდა იყოს მათზე ადაპტირებული.

თითოეულმა სამინისტრომ უნდა გარდაქმნას ეს და ჩვენ ვიცით, რომ ამას დიდი ფინანსური რესურსი დასჭირდება. ეს შეეხება კერძო სექტორსაც, თუკი ამ შენობებში გაიცემა მომსახურება. თუკი ეს ახალი ნორმა ეხება საჯარო დაწესებულებების სფეროში ყველას, კერძო სამართლის იურიდიული პირის შემთხვევაში ის შეეხება იმ შენობებს, სადაც ამათუ იმ ტიპის მომსახურება გაიცემა.“ - განაცხადა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრის ინფორმაციით, მთავრობამ დღეს შშმ პირების უფლებების შესახებ კანონის პროექტი დაამტკიცა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა