მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დაწესებული შეზღუდვების რეალური კონტროლი არ ხდება - ვახტანგ კალოიანი

6065d630a614e
სალომე მეცხვარიშვილი
01.04.21 19:40
879
"კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ დაწესებული შეზღუდვების რეალური კონტროლი არ ხდება"- ამის შესახებ “ნიუ ჰოსპიტალსის” კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ვახტანგ კალოიანი bm.ge-სთან აცხადებს.

მისი შეფასებით, ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვები რომ სრულდებოდეს, როგორიცაა პირბადის ტარება, დიდი თავყრილობების აკრძალვა და სოციალური დისტანცია, “ლოკდაუნის” საჭიროება ქვეყანას აღარ დაუდგებოდა. კალოიანი ამბობს, რომ რეინფიცირების და ინფიცირების მაჩვენებლების ზრდა სწორედ იმაზე მიანიშნებს, რომ ქვეყანაში, შესაძლოა, ისევ სერიოზული შეზღუდვები და “ლოკდაუნი” დაწესდეს.

“ჩვენი მიზანია, შევინარჩუნოთ ქვეყნის ეკონომიკა მკაცრი, დრაკონული შეზღუდვების გარეშე და მიგვაჩნია, რომ ის გზა, რასაც ვთავაზობთ ხელისუფლებას არის გამოსავალი. ჩვენ უნდა შევძლოთ და დავიჭიროთ ბალანსი, მოქალაქეების უსაფრთხოებასა და ქვეყნის ფუნქციონირებას შორის და სწორი თანმიმდევრული ნაბიჯებით ამის მიღწევა შესაძლებელია.

ზომიერი შეზღუდვები, ისეთი, როგორიც არის ნიღბის ტარება, დისტანციის დაცვა, დიდი თავყრილობებისგან თავის შეკავება, პლუს ვაქცინაციის ინტენსიფიცირება, კონტაქტების მიდევნება - ეს ყველაფერი მოგვცემს შესაძლებობას, რომ ქვეყანამ იფუნქციონიროს მკაცრი შეზღუდვების გარეშე და ის დრამატული ეკონომიკური მდგომარეობა, რაც გვაქვს და მისი გაუარესების საფრთხე, რაც ძალიან მაღალია, თავიდან ავიცილოთ”,- აცხადებს ვახტანგ კალოიანი.

მისივე თქმით, აუცილებელია კვლავ მოხდეს კლასტერების კვლევა და “ეპიდემიოლოგიური მიდევნება”, რასაც ქვეყანა უკვე დიდი ხანია აღარ აკეთებს.

“საერთოდ აღარ ტარდება, მაგალითად ეპიდემიოლოგიური მიდევნება, ეს თითქმის დავივიწყეთ, რაც სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, რათა მასიური გავრცელება ავირიდოთ”,- აცხადებს ვახტანგ კალოიანი.