საქართველოს ეროვნული ბანკი 2020 წლის ფინანსური სტაბილურობის ანგარიშს აქვეყნებს. ანგარიშში შეფასებულია ფინანსურ სისტემაში არსებული მოწყვლადობა და რისკები. დოკუმენტის თანახმად, მთლიანად ქვეყნის ეკონომიკაზე მოქმედი ნეგატიური ფაქტორები გაზრდილია.
ამასთანავე, დოკუმენტში საუბარია წარსულში გატარებული ზომების ეფექტიანობაზეც, საიდანაც ეროვნული ბანკი ჭარბვალიანობისა და ფიზიკური პირების სესხების მაღალი დოლარიზაციის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებს აფასებს. ფინანსური სტაბილურობის ანგარიშის თანახმად, ამ ზომებმა შინამეურნეობების მოწყვლადობა ლარის გაცვლითი კურსის მერყეობის მიმართ საგრძნობლად შეამცირა.
"არაჰეჯირებული მსესხებლების სავალუტო რისკი კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება, თუმცა ბოლო წლებში განხორციელებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა და ეროვნული ბანკის მიერ გატარებულმა მაკროპრუდენციულმა ზომებმა შინამეურნეობების მოწყვლადობა გაცვლითი კურსის მერყეობის მიმართ მნიშვნელოვნად შეამცირა. კლებადი ტენდენციის მიუხედავად, ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხების დოლარიზაცია კვლავ საკმაოდ მაღალ, 43 პროცენტიან ნიშნულზე ნარჩუნდება. პასუხისმგებლიანი დაკრედიტების ჩარჩოს დანერგვამ და 200,000 ლარამდე უცხოური ვალუტით სესხების გაცემის აკრძალვამ უცხოური ვალუტის სესხების გაცემები რაოდენობრივად მნიშვნელოვნად შეამცირა. კერძოდ, თუ 2017 წლამდე კვარტალურად უცხოური ვალუტის სესხების გაცემების რაოდენობა საშუალოდ 30,000 ერთეულს შეადგენდა, უკვე 2019 წლიდან საშუალოდ კვარტალში მხოლოდ 3,000 ერთეული სესხი გაიცემა. ამასთან, ნიშანდობლივია, რომ თანხობრივად გაცემული სესხების მოცულობა მნიშვნელოვნად არ შემცირებულა, რაც მიუთითებს, რომ აღნიშნული შეზღუდვების შედეგად ფინანსური შუამავლობა, ჯამურად, არ შემცირებულა.
მიუხედავად უცხოური ვალუტით ახალგაცემული სესხების რაოდენობის შემცირებისა, წინა წლებში გაცემული კრედიტების ნაწილის საკონტრაქტო ვადა არ ამოწურულა, რის გამოც ეს მსესხებლები სავალუტო რისკის მიმართ დაუცველები რჩებიან. მიმდინარე პერიოდის მონაცემების მიხედვით, სისტემის პორტფელში დაახლოებით 68,000 ერთეული მოქმედი უცხოური ვალუტის სესხი რჩება, ჯამში 7.3 მლრდ ლარის ოდენობით. თუმცა, რაოდენობრივად, ამ სესხების მატერიალური ნაწილი მნიშვნელოვანწილად ამორტიზებულია და მსესხებელს მცირე დავალიანება აქვს დარჩენილი, ხოლო თანხობრივად ამ პორტფელის 80 პროცენტი 100,000 ლარზე მეტი მოცულობის სესხებია, რომლებიც, როგორც წესი, შედარებით მაღალ შემოსავლიან მსესხებლებზეა გაცემული და, შესაბამისად, დაბალ რისკიანად ითვლება. ასევე, სესხების ის ნაწილი, რომელიც 2019 წელს გაიცა, სესხის მომსახურებისა და უზრუნველყოფის კოეფიციენტების ჯანსაღ ლიმიტებს აკმაყოფილებს, რაც ამ პორტფელის რისკიანობას ამცირებს.
მოსალოდნელია, რომ პანდემია შინამეურნეობების გადახდისუნარიანობას გააუარესებს, რაც უმოქმედო სესხების წილის ზრდაში აისახება, თუმცა ბანკებს დანაკარგების მიტიგაციისთვის საკმარისი ბუფერები აქვთ,"- ნათქვამია ანგარიშში.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
“ძალიან მაწუხებს ის, რომ იუსტიციის სამინისტროში უფრო მაღალი ხელფასებია, ვიდრე კულტურის სამინისტროში”
ივლისიდან დაიწყება მასობრივი იმუნიზაცია, დღეში 15 000-მდე ადამიანი უნდა აიცრას - გამყრელიძე
რა მიზანს ემსახურება 4-11 მაისის უქმე დღეებად გამოცხადება? - გამყრელიძის განმარტება
აუცრელ თანამშრომელს რესტორანში არ ავიყვან - თაკო დოლაბერიძე
თბილისის სამ რაიონში მოსახლეობის ნაწილს წყალი 26 საათით შეუწყდება
კომაროველ ნიკოლოზ ბირკაძეს მასაჩუსეტსის ინსტიტუტი სწავლას $300 000-ით დაუფინანსებს
თბილისის მერია შემოდგომაზე ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპს გეგმავს
ხვალიდან, თბილისში ავტობუსის ახალი ინტეგრირებული მარშრუტი N339 ამოქმედდება
ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ნევროლოგმა საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახი 2 მაცივარი აჩუქა
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა