მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დაზარალებული ივენთ კომპანიები ეკონომიკის სამინისტროში დაიბარეს

5f6327b91d6b3
ინგა მურუსიძე
17.09.20 13:45
1401
სოციალური ღონისძიებების აკრძალვით დაზარალებული სექტორი დღეს ეკონომიკის სამინისტროში შეხვედრას მართავს, - ამის შესახებ bm.ge-ს ივენთ მენეჯერმა მაკა ყუბუსიძემ განუცხადა.

მისივე თქმით, ზუსტად არ იცის, მთავრობა რას შესთავაზებს სექტორს, თუმცა ნაბიჯის გადადგმა უკვე ძალიან კარგია.

„დღეს არის შეხვედრა ეკონომიკის სამინისტროში, რომელსაც დაესწრებიან კომპანიები. ეს პირველი შეხვედრაა და არ ვიცით, რას გვეტყვიან. უნდა გადავწყვიტოთ ერთობრლივად რა გზები შეიძლება არსებობდეს იმისთვის, რომ ეს გაუქმებული ღონისძიებები დაგვიკომპენსირდეს. იქნება ეს ფინანსური ანაზღაურება თუ სხვა შემოთავაზება, არ ვიცით. ძალიან სწორი გადაწყვეტილებაა, რომ სექტორს გვხვდებიან. მე არ ვიცი ეს მთავრობას უკვე დაგეგმილი ჰქონდა, თუ ჩვენს მიერ ატეხილი აჟიოტაჟის მერე მოიფიქრეს, მაგრამ მთავარი შედეგია“, - განაცხადა ყუბუსიძემ.

ინფორმაციისთვის, გუშინ, უწყებათშორისმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ სოციალური ღონისძიებების აკრძალვით გამოწვეული ზარალი რაიმე ფორმით დაკომპენსირდეს. მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ნათია მეზვრიშვილმა თქვა, რომ ყველაფერი კანონის ფარგლებში მოხდება, რომ ამ ყველაფერმა წინასაარჩევნო კამპანიის სახე არ მიიღოს.

გარდა ამისა, რამდენიმე დღის წინ, დაზარალებულმა კომპანიებმა აქცია გამართეს და მთავრობისგან ყურადღება ითხოვეს.